x
image
ანა ბეჟაშვილი
გასული საუკუნის ქართული სილამაზე- დაუვიწყარი სახეები კინოხელოვნებაში

image

გასული საუკუნე ქართული კინოხელოვნებისთვის ოქროს ხანა იყო. მეოცე საუკუნის დასაბამიდან, კინოს შექმნის დღიდან, 1000-ზე მეტი ქართული მხატვრული ფილმია გადაღებული.
ქართულმა კინომ ეროვნულ ფილმოგრაფიას უამრავი კინო-შედევრი დაუტოვა და უკვდავი სახეებიც შექმნა.
ქართველი კინოვარსკვლავი ქალების სილამაზე შეუმჩნეველი არც საბჭოთა კავშირში და არც მის საზღვრებს გარეთ რჩებოდა.

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, თუმცა ისინი დღემდე ქართული სილამაზის სიმბოლოებად რჩებიან.

გავიხსენოთ წინა საუკუნის ქართველი მსახიობი ქალები, ვნახოთ, როგორი იყო სილამაზე მაშინ, როდესაც არც პლასტიკური ქირურგია არსებობდა და არც სასწაულმოქმედი კოსმეტიკური საშუალებები.

ლიკა ქავჟარაძე

შეუძლებელია, სილამაზეზე ფიქრობდე და პირველად ლიკა ქავჟარაძის სახე არ ამოგიტივტივდეს გონებაში.
ქართული კინოს ვარსკვლავი და სილამაზის სიმბოლო კინოში 11 წლის ასაკში მოხვდა. პირველი საკულტო როლი კი 1976 წელს, თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" მიიღო . მარიტას როლმა ლიკა ქავჟარაძის სახე სამარადისოდ დატოვა კინოს ისტორიაში. მას დღემდე მარიტასთან აიგივებენ და გარდაცვალების შემდეგაც უჭირს საქართველოს იმის გააზრება, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას.
ულამაზეს მსახიობს 34 კინოროლი აქვს შესრულებული. ჰყავს შვილი და ერთი შვილიშვილი.
image

imageimage



ლეილა ყიფიანი

ნოდარ დუმბაძის რომანის "მე ვხედავ მზეს" ეკრანიზაცია მაყურებელმა 1965 წელს იხილა . ხატიას როლის შემსრულებელმა, 16 წლის ლეილა ყიფიანმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეაყვარა საქართველოს თავი.
ულამაზესი გოგონა მალევე გამოჩნდა ისეთ საკულტო ფილმებში როგორიცაა "ლონდრე", და " ღიმილის ბიჭები". მსახიობს 14 კინოროლი აქვს შესრულებული. ლეილა ყიფინი ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლის, ბაგრატიონების პირდაპირი შთამომავლის, ნუგზარ ბაგრატიონის მეუღლეა. ისინი "ღიმილის ბიჭებში" ერთად თამაშობდნენ.
imageimage

image


დოდო ჭიჭინაძე

მისი პირველი ფილმი "დავით გურამიშვილი" იყო. მსახიობი ეკრანზე 1946 წელს გამოჩნდა და ქეთევანის როლს მალევე მოჰყვა ფილმები "ჭრიჭინა", "ცისკარა", "ბაში-აჩუკი"..
ულამაზესმა მსახიობმა 17 ფილმში მიიღო მონაწილეობა და 1960 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებაც მიიღო.
imageimage


ლია ელიავა

ლია ელიავამ 40-ზე მეტი კინოროლი დაგვიტოვა. "ბაში-აჩუკში" გამოჩენისთანავე დაიპყრო ქართველი მაყურებლის გული და მისი არნახული სილამაზე კინორეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიიღო.
ლია ელიავა 1998 წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ასევე ქართული კინოს ლეგენდა, ოთარ კობერიძე იყო.
image
image

მედეა ჯაფარიძე

"ქეთო და კოტემდე" 6 ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა დიდი პოპულარობა სწორედ ქეთოს როლმა მოუტანა. მსახიობს 16 როლი აქვს შესრულებული და სახალხო არტისტის წოდებაც მიენიჭა.
მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმი "მზე შემოდგომისა " იყო, სადაც პარტნიორობას ოთარ მეღვინეთ-უხუცესი უწევდა. ამ როლით ის ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ქართველი ქალის სახედაც დარჩა.
მისი სახელი ქართული სილამაზის სიმბოლოდ დარჩა.
imageimage



ლეილა აბაშიძე

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მსახიობი კინოში 1941 წელს გამოჩნდა. "ჭრიჭინა", "ჩვენი ეზო", "აბეზარა", "შეხვედრა მთაში", "შეხვედრა წარსულთან", "მაია წყნეთელი" .. ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მსახიობმა ქართულ ფილმოგრაფიას დაუტოვა.
ქართული კინოს ლეგენდა წელს გარდაიცვალა. მან საკუთარი თავი არა მხოლოდ ნიჭით, არამედ გამორჩეული სილამაზითაც დაგვამახსოვრა.
imageimage



კირა ანდრონიკაშვილი

"მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ცირას როლით ვიცნობთ. პირველი როლი კი 1958 წელს შეასრულა კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „მაიაკოვსკი იწყებდა ასე“.
ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილი, ასევე სილამაზით ცნობილი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძმისშვილია.
მსახიობმა ათამდე კინოროლი შეასრულა.

imageimage


ბელა მირიანაშვილი

"დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "უდიპლომო სასიძო", "საბუდარელი ჭაბუკი". ამ ფილმებით სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი და მარად ახალგაზრდად დარჩა ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში.
კახი კავსაძის მეუღლე, ულამაზესი ბელა მირიანაშვილი ფილტვების ანთებით წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. ის 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
image
image

1
344
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
344
  
2018, 30 ნოემბერი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1