x
image
ანა ბეჟაშვილი
Disney channel-ის 10 ფილმი, რომელიც კარგ განწყობას შეგიქმნით
1997 წლიდან, Disney Channel Original Movies-მა 100-ზე მეტი ფილმი გადაიღო.
ყველას გვსურს ხანდახან ბავშვობაში დაბრუნება, ამაში კი "დისნეი" ნამდვილად დაგვეხმარება.
ჩვენ ავარჩიეთ 10 ყველაზე მხიარული ფილმი მათ შორის. უყურეთ და ცხოვრებაც უფრო ლამაზი გახდება თანაც, დისნეის ფილმები ხომ უფრო მეტს გვასწვალის, ვიდრე ეს ერთი შეხევდით ჩანს.
და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ – ჩვენ არასოდეს ვიქნებით დიდები დისნეის ფილმებისათვის !

(ფილმის სანახავად დააჭირეთ სათაურს.)

1. Geek charming/მომხიბვლელი ჭკუისკოლოფი (2011)

ფილმი შეუმჩნეველი ჩკუისკოლოფი ბიჭისა და ლამაზი, მდიდარი, პოპულარული გოგოს შესახებაა. ისინი ერთამენთს ვერ იტანენ, მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ წარმატებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. მართალია მომხიბვლელი ჭკუისკოლოფები რეალურ ცხოვრებაში, თითქოს, არ არსებობენ, მაგრამ ფილმში ეს ყველაფერი ძალიან კარგი სანახავია.
image

2.How to build a better boy/ როგორ შევქმნათ უკეთესი ბიჭი (2014)

ორი მეგობარი გოგო, გართობის მიზნით, გადაწყვეტს კომპიუტერულ პროგრამაში იდეალური ბიჭი შექმნას. მალე აღმოაჩენენ, რომ ეს გართობა არ არის და ეს ბიჭი ნამდვილად არსებობს.
image
3.Starstruck / ვარსკვლავური დაავადება (2010)


ძალიან მხიარული და რომანტიკული ფილმი. 17 წლის ვარსკვლავი კრისტოფერ ვაილდი შემთხვევით ხვდება 16 წლის ჯესიკას, რომელიც ჩვეულებრივი გოგოა და სულაც არ მოსწონს ვარსკვლავი კრისტოფერი.

image4. 16 wishes/ 16 სურვილი (2010)

რამდენად სწორად ვირჩევთ სურვილებს? ფილმი არის გოგონას შესახებ, რომელსაც 16, ერთი შეხედვით აუსრულებელი სურივილი აქვს. თუმცა მის დაბადების დღეზე სასწაული ხდება.
image

5.Teen beach movie/ თინეიჯერები, სანაპირო, ფილმი (2013)

მუსიკალური ფილმი 15 წლის შეყვარებული წყვილის შესახებ, რომლებიც დროში გადავლენ და 60-იანი წლების ფილმში მოხვდებიან. ერთი შეხევდით მომხიბვლელი სამყარო თუ რეალური ცხოვრება? ეს მათი არჩევანია.
image

6.Princess Protection Program / პრინცესას დაცვის პროგრამა (2009)

16 წლის კარტერი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ყიდის სათევზაო სატყუარებს და ცალმხრივადაა შეყვარებული. ერთ დღეს კი, თავის ოთახში პრინცესა როზალინდა დახვდება. შეუძლიათ პრინცესებს იყვნენ ჩვეულებრივი გოგონები?
image

7.Radio Rebel /რადიო მეამბოხე(2012)

16 წლის გოგონას ამბავი, რომელსაც არ შეუძლია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. ფილმიც სწორედ ამას გვასწავლის, არასოდეს შეგვეშინდეს საკუთარი თავის.
image

8.Cloud 9 /მეცხრე ღრუბელი (2014)

“არაფერია შეუძლებელი” – სნოუ ბორდის ჩემპიონ გოგონას გუნდიდან აგდებენ და მდიდარი შეყვარებულიც შორდება.ის ძაღლების მომვლელ ბიჭთან ერთად გადაწყვეტს დაიწყოს ვარჯიში და მიზანს მიაღწიოს.
image

9.Zapped /ჯადოსნური აპლიკაცია (2014)

ზოი ყველანაირად ცდილობს შეცვალოს თავისი ნახევარძმები და მამინაცვალი. ელექტრო-ჩართვის დროს მისი სმარტფონი წყალში ვარდება. ამის შემდეგ მას შეუძლია ბიჭებს გააკეთებინოს ის, რაც სურს. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები ისეთები გვჭირდება, როგორებიც არიან.
image

10.Frenemies / მეგობარი მტრები (2011)

რამ შეიძლება აქციოს საუკეთესო მეგობრები მტრებად? ორი თინეიჯერი მეგობარი და ეს ფილმი აუცილებლად დაგვაფიქრებს მეგობრობაზე.

რთი სიტყვით, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, ჩართეთ დისნეის ფილმები და ნახავთ, რომ ცხოვრება ძალიან მხიარული, ნათელი და თავგადასავლებით სავსეა.
image

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0