სხვა პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 2018, 29 ნოემბერი, 17:57 ![]() პირველ რიგში, საკუთარ თავს გადაუხადეთ ეკონიმიკის წიგნის ავტორი და მილიონერი, დევიდ ბახი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თითოეული გამომუშავებული ცენტის ეკონომია უნდა ვისწავლოთ. მან შენიშნა, რომ საშუალოდ, ამერიკელი, რომელიც ფულს ზოგავს, ინახავს ფულს, რომელსაც ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში გამოიმუშავებს, მაშინ როცა, ის 1 საათის ანაზღაურების შესაბამისი უნდა იყოს. ![]() ყოველთვიურად საკრედიტო ბარათის თანხა ბოლომდე დაფარეთ ზოგჯერ საკრედიტო ბარათის არსებობა გვაძლევს შეგრძნებას, რომ თქვენ ყოველთვის ფული გაქვთ, მაგრამ ასე გრძელდება იმ მომენტამდე, სანამ თვის ბოლოს ბალანსს არ გაეცნობით. საკრედიტო ბარათების უმეტესობა თქვენგან ყოველთვიურად თანხის გარკვეული პროცენტის გადახდას მოითხოვს, რაც ძალიან მაცდური წინადადებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ. კრედიტის გამოყენების გამო მუდმივად მინიმალური თანხის გადახდა შეიძლება მთელი ქონების ფასი დაგიჯდეთ, საკრედიტო ისტორია გაგიფუჭოთ და მომავალში იპოთეკის მიღების შანსი შეამციროს. ფარნოშ ტორაბი, საფინანსო ექსპერტი და პოდკასტის „ასე, ფული!“ წამყვანი. მან ეს გაკვეთილი კარგად შეისწავლა და ამისთვის არცთუ ისე მარტივი გზა განვლო. მას საკრედიტო ბარათზე არა მხოლოდ მინიმალური თანხა შეჰქონდა, არამედ როგორღაც თანხის გადახდა საერთოდ დაავიწყდა. ფარნოშს ამის შესახებ გაახსენდა მხოლოდ მაშინ, როცა საკრედიტო ოპერაციების ანგარიშში ვადაგადაცილებული გადახდის შესახებ შეტყობინება ნახა. ეს მისთვის ნამდვილი მაღვიძარას ზარი გახდა. ![]() დიდ ფულს მკვდარ ტვირთად დადების საშუალება არ მისცეთ თანხის დაზოგვის ჩვევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის სწავლა რთული არაა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით გამოჩნდეს, მაგრამ თუ იმდენად ეკონომიური ხართ, რომ საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ეუბნებით, ეს უკვე ნამდვილი სიმდიდრის შექმნის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაგროვებით ფინანსურ მომავალს არ ანადგურებთ, თქვენ კარგავთ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ მანამ, სანამ ფული უსაქმოდ ანგარიშზე გიდევს და რაღაც საინტერესოს და სასარგებლოს შექმნაში მონაწილეობა არ მიიღოთ. ![]() ერთზე მეტი საკრედიტო ბარათი იქონიეთ ერთი შეხედვით, საკრედიტო ბარათებით სავსე საფულის ქონა უგუნურ ფუფუნებად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ჭკვიანური ნაბიჯია. ჯონ ულცჰაიმერი, საკრედიტო ექსპერტი, ირწმუნება, რომ ის, ვინც მხოლოდ ერთ საკრედიტო ბარათს ფლობს, საკრედიტო რეიტინგს აზიანებს იმის წყალობით, რასაც „კრედიტის გამოყენების კოეფიციენტი“ ეწოდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომ რამდენ საკრედიტო ბარათს იყენებთ. ![]() ჯერ მაღალი პროცენტის მქონე გადასახადები გადაიხადეთ სალი კრავეკი, უოლ სტრიტის ყოფილი მენეჯერი, ამბობს, რომ მაღალი პროცენტის მქონე ვალის გადახდა ყოველთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე შავი დღისთვის ფულის დაზოგვა. ეს ამ ყველაფერს მარტივი მათემატიკით ხსნის. მაგ., თუ თქვენ გაქვთ საკრედიტო ბარათი 2500 დოლარად 18%-ში. თქვენ კი დახარჯეთ 5000 დოლარი, ანუ საკრედიტო ლიმიტს გადააჭარბეთ. თქვენ გაგიჩნდათ ხელზე 5000 დოლარი და ეტაპობრივად კრედიტის დაფარვა გადაწყვიტეთ, ამ თანხის ნაწილის გადახდით (2500$), ხოლო ნაწილის კი ფულის დასაგროვებლად შენახვა. ![]() იყავით მომთმენი! ტონი რობინსმა, ბესტსელერის ავტორმა და მოტივატორმა, რამდენიმე წლის წინ უორენ ბაფეტს დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, რამ აქცია ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად. ბაფეტმა უპასუხა, რომ ამაში მას დაეხმარა სამი რამ: აშშ-ში ცხოვრება, რომელიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას იძლევა, ხანგრძლივი ცხოვრების კარგი მემკვიდრეობითი გენი და რთული პირობები. ![]() 1022 შეფასება არ არის
|