x
image
ხათოხათო
83 წლის სუპერმოდელი
image ეს ქალი 83 წლის დაფნა სელფეა. მას არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის, ცდილობს არ გამოიყენოს კოსმეტიკა და დიეტაზეც არასოდეს ყოფილა.ამისდა მიუხედავად ბევრისათვის სილამაზისა და ელეგანტურობის მაგალითია.

20 წლიდან სამოდელო ბიზნესშია, მაგრამ ასეთი მოთხოვნადი არასოდეს ყოფილა. ტრიუმფალური აღმასვლა კარიერაში დაიწყო როცა ქალი 70 წლის იყო, ერთი წლით ადრე მას მეუღლე გარდაეცვალა, სამივე შვილს თავისი ცხოვრება ქონდა და იგი მიხვდა, რომ ტელევიზორთან ჯდომა და მეზობლებთან ბრიჯის თამაში არ უნდოდა.

მალე მისი ფოტოები დაბეჭდა ჟურნალმა Vogue. მას შემდეგ დაფნა დადის ქასთინგებზე და მოგზაურობს მთელ მსოფლიოში.ფოტოგრაფები ამტკიცებენ, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება და ინტელექტი ძალიან განასხვავებს მას ახალგაზრდა მოდელებისგან.

თანამედროვე მოდელებისგან განსხვავებით დაფნა არ იტანჯავს თავს დიეტებით და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ელეგანტურად იცვამს. თვლის რომ ყველაფერში "გენები"-ა დამნაშავე, მისი დედა 95 წლის ასაკშიც ძალიან მომხიბლავად გამოიყურებოდა, თუმცა მხოლოდ გენების იმედად არაა, რეგულარულად ვარჯიშობს იოგას და დადის ძალიან ბევრს ფეხით.


რისი უნდა ეშინოდეს ქალს, რომელმაც 83 წლის ასაკში გაბედა და მხოლოდ კორსეტში იპოზიორა კამერების წინ? აღმოჩნდა რომ მას მხოლოდ ავადმყოფობისა და უმწეობის შიში აქვს.

ესეც მისი რამდენიმე ფოტო და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ

imageimageimage

9
1197
14-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
1197
  
ბებო ნახე რა გაბლატავდა ტო?
2012, 26 აგვისტო, 11:47
კარგი სტატიაა...
2012, 8 აგვისტო, 18:59
მაგარი ხარ ბებოო
2012, 6 აგვისტო, 22:42
ვააა ბებოოო :დ
2012, 25 ივლისი, 0:52
ვავაა
2012, 12 ივლისი, 6:28
მევასება რა ეს ქალი, არა ასეთი სიბერე ნამდვილად ღირს... ეეე მაგარია
2012, 12 ივლისი, 0:11
ყველაზე მაგარი ქალია :D
2012, 11 ივლისი, 12:04
ვაა არ ველოდიი. VOGUE და რამე?
2012, 10 ივლისი, 23:10
+1
0 1 9