ტენდენციები როგორია ამ სეზონის ზამთრის მოდური ქურთუკები 2018, 29 ნოემბერი, 14:15 ბოლო რამდენიმე წელია, ზამთრის ქურთუკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ გასულ წელს დიდი, მოცულობითი ქურთუკები იყო მოდაში, ამ სეზონზე ბევრი ლაკონური მოდელიცაა წარმოდგენილი, რომლებიც დაბალი ტანის ქალბატონებსაც მოუხდებათ. გთავაზობთ 10 მოდელს, რომლებიც გაგათბობენ კიდეც ზამთრის ცივ ამინდებში და თქვენი “ლუქიც" თანამედროვე და მოდური იქნება.
1.მოდაშია გრძელი ქურთუკები. 2109 წლის კოლექციების შემხედვარე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსგავსი ქურთუკები პოპულარობას კიდევ რამდენიმე წელს შეინარჩუნებენ.
2.მოდური ტრენდია ასიმეტრული ფასონი. შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებით. 3.ქურქების მოწინააღმდეგეები ამ სეზონზე ნამდვილად თბილად იქნებიან. ასეთ მყუდრო და თბილ პლედში ნამდვილად ვერ იგრძნობთ ზამთრის სუსხს. 4.კიდევ ერთი მოდური ტრენდია პლაშის ქსოვილისა და ბეწვის შეხამება. საინტერესოდ გამოიყურება და საკმაოდ კეთილშობილი იერი აქვს. შესანიშნავია არჩევანია მათთვის, ვინც ვერ გარკვეულა, ქურქი იყიდოს თუ ქურთუკი. 5.ასეთივე მოდური ვარიანტია პალტოს ქსოვილისა და ქურთუკის შეხამება. 6. თხელი და მოცულობითი ქურთუკები ისევ მოდაშია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშეუალებას იძლევა, რომ ეს ქურთუკი თბილი იყოს, ამიტომ სიცივე ნუ შეგაშინებთ. 7.სხვადასხვა პრინტიანი ქურთუკები ქალურობას და დახვეწილობას შეგმატებთ. 8.თუ გინდათ მოდურად გამოიყურებოდეთ, შეუხამეთ სქელი ქურთუკები ქალურ ნაზ კაბებსა და ქვედაბოლოებს. 9.ვინ იფიქრებს, რომ ზამთრის ქურთუკი ასეთი ელეგანტური შეიძლება იყოს? 10. დღეს, მოდური ზამთრის სამოსის შერჩევა ნებისმიერი გემოვნებისა და შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია. 431 შეფასება არ არის
|