''ლალე ლალე დივლიდალალალე ჩემო შტერო საქართველო შენ კი გენაცვალე ❤'' - ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მწვავე პოსტს აქვეყნებს
''ლალე ლალე
დივლიდალალალე
ჩემო შტერო საქართველო
შენ კი გენაცვალე ❤
ყურების ჩამოყრის კი არა ყურების აყრის დროა
სულ მალე, ძალიან მალე, როცა ბოლო კარტოფილი შეიწვება, ამ სირცხვილით დღეს მოზეიმე გაწბილებულების ტექსტებს მოვისმენთ.
ტყუილებით, ნაძირლობით, შვილმოკლულ მშობლების სულში ჩაფურთხებით მიღწეული შედეგი არ არის გამარჯვება – ეს მძიმე დასასრულის დასაწყისია.
და რაკი ამდენი ხართ ასეთ ფასად მიღებულ შედეგზე ყაბულს, თუნდაც ნახევარი ყოფილიყავით ან 1 პროცენტით ნაკლები – ესე იგი ის ხდება, რაც უნდა მომხდარიყო.
არავითარი ყურების ჩამოყრა ჩემო ძალიან მაგარო მეგობრებო – ჩვენ 800 ათასი ვართ ამ წნეხში! 800 ათასი!
ყურების ჩამოყრა წინ აქვს სამწუხაროდ იმას, ვინც დღეს ამ სირცხვილით ხარობს.
ძალიან მალე ამ ყველაფერს დიდი წერტილი დაესმება ზუსტად ამ დღეს მოზეიმეების მონაწილეობით, ''- წერს სარიშვილი.
Gallup International-ის 18:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
შედეგები ასე გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი - 58%
გრიგოლ ვაშაძე - 42%
ასევე, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს Edison Research-ის 17:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა.
17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 55%.