კინო ლუი დე ფიუნესი და ყველაზე სასაცილო ფრანგული სერიალი 2018, 29 ნოემბერი, 10:21 ![]() ფრანგული კომედია ღვინოსავითაა – რაც უფრო ძველია, მით უფრო სასიამოვნოა მისი ყურება. 2014 წელს, ყველაზე დიდ ფრანგ კომიკოსს, ლუი დე ფიუნესს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. იუბილარი იყო მისი პერსონაჟიც: ყველაზე სასაცილო ჟანდარმი კრუშო — ის 50 წლის გახდა! ![]() საკუთარი მანქანა, განყოფილებაში მისულმა ჟირომ, მაშინვე იცნო – მასზე მორიგე ჟანდარმი ბეჭდავდა. მაგრამ მან უამრავი, წარმოუდგენელი წინაპირობა წაუყენა რეჟისორს და მისი განცხადება არ მიიღო... და გაბრაზებულმა რეჟისორმა გადაწყვიტა, ქალაქის ჟანდარმერიისთვის თავისებურად ესწავლებინა ჭკუა. მან სცენარი დაწერა კომედიისთვის, რომლის მთავარი გმირები, სწორედ ადგილობრივი ჟანდარმები იყვნენ. როდესაც ლუი დე ფიუნესმა სცენარი წააკითხა, ისე მოეწონა, რომ აღფრთოვანება ვერ დამალა. თუმცა, პროდიუსერებმა რეჟისორს არჩევანი დაუწუნეს. ისინი კრუშოს როლზე დარი კოულის, ან ფრანსის ბლანშის დამტკიცებას მოითხოვდნენ. მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა და როლი დე ფიუნესმა მიიღო. ის კი, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე დათანხმდა. სენ-ტროპეში ჩასული მსახიობები, რეალური პოლიციის შენობის წინ ფილმის შემქმნელების წყალობით, მისი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სენ-ტროპე წარმოუდგენლად პოპულარულ ქალაქად იქცა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ტურისტები ჩადიოდნენ, რომ ფილმის გადაღების ადგილი ენახათ. ხოლო, პოლიციის განყოფილება საკულტო ღირშესანიშნაობად იქცა. ![]() პირველი ფილმის დიდმა წარმატებამ, ჟან ჟიროს სტიმული მისცა და მან მეორე ფილმის სცენარი დაწერა. მომდევნო სერიაში მოქმედებამ ამერიკაში გადაინაცვლა და 1965 წ. ფილმი – «ჟანდარმი ნიუ-იორკში» ამერიკაში გადაიღეს. ლუი დე ფიუნესი ისე კარგად ჰბაძავდა ამერიკელ პოლიციელებს, რომ მათ, კომპლიმენტის ნიშნად, მსახიობს პოლიციელის სააღლუმო ფორმა აჩუქეს. ![]() 1968 წელს III ფილმი – «ჟანდარმი ქორწინდება», გამოვიდა ეკრანებზე. თავიდანქ, დაგეგმილი იყო, რომ კრუშო მარტოხელა იქნებოდა, მაგრამ რეჟისორმა სცენარი შეცვალა და ახალი სერიაც «გამოაცხო». უნდა ითქვას, რომ ლუი დე ფიუნესმა ახალი სცენარის წაკითხვის შემდეგ, «ცოლის მოყვანაზე» მტკიცე უარი განაცხადა. მაგრამ, რეჟისორმა მისი დაყოლიება მოახერხა, მსახიობი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით — იმ შემთხვევაში «დაქორწინდებოდა», თუ «საცოლეს» თვითონ აირჩევდა. ასე გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე კლოდ ჟანსაკი (ჟოზეფინა). ![]()
კიდევ 2 წლის შემდეგ, 1970 წელს, სერიალის IV ფილმი – «ჟანდარმი დასასვენებლად», ხოლო 9 წლიანი ინტერვალის შემდეგ, 1979 წელს, ეკრანებზე V ფილმი – «ჟანდარმი და უცხოპლანეტელები» გამოვიდა. ბოლო ფილმი – «ჟანდარმი და ჟანდარმი ქალები», მაყურებელმა 1982 წელს იხილა. ეს ბოლო ფილმი იყო ლუი დე ფიუნესის კარიერაში. ის ამ ფილმით დაემშვიდობა თავის ერთგულ მაყურებელს... და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
P. S. 1968 წელს ლუი დე ფიუნესი საფრანგეთის საუკეთესო მსახიობად აღიარეს. გარდა ამისა, ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი მოყვარული ფლორისტი იყო და შეეძლო მთელი დღე ორანჟერეაში გაეტარებინა. ლუი დე ფიუნესმა უბადლოდ შესრულებული როლების გარდა, დაგვიტოვა ნარინჯისფერი ვარდი, რომელიც თავად გამოიყვანა და საკუთარი სახელი დაარქვა. ![]()
* ფილმში გაჟღერებული ყველაზე ლამაზი მელოდია
766 7-ს მოსწონს
|