კინო ნახეთ: როგორ ჰგავს ლიკა ქავჟარაძეს ერთადერთი შვილიშვილი - საიდან მოდის სილამაზე და სად მიდის.. 2018, 26 ნოემბერი, 18:43 სოციალურ ქსელში გავრცელებული ლიკა ქავჟარაძისა და მისი შვილიშვილის ფოტო ზუსტად ესადაგება უილიამ შექსპირის სონეტიდან მონაკვეთს: "ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი სული გქონია, რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?! მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია? მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ. ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე? რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!" მეოთხე სონეტი. მთარგმნელი რეზო თაბუკაშვილი
ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილის ფოტოს დანახვისას შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა ქართულ; კინოში თავისი ვალი მოიხადა და ის მშვენიერება რაც ბუნებამ დააბერტყა მომავალ თაობას გადასცა. ფოტოზე ლიკა ქავჟარაძე შვილიშვილთან ერთად. 2015 წელი.
შეგახსენებთ რომ ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო ქორწინებაში, პირველი ქორწინებიდან მას ერთადერთი ვაჟი ლევან თაქთაქიშვილი ჰყავს. რომელიც მამასთან სანდრო თაქთაქიშვილთან და თავის ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. ლიკას შვილიშვილი საშკა ამერიკაში სწავლობს და რაც უფრო იზრდება უფრო და უფრო ემსგავსება ბებიას. ფოტოზე ლიკა ქავჟარაძე პირველ მეუღლესთან სანდროსთან და ვაჟთან ლევან თაქთაქიშვილთან ერთად. 1980წელი. ფოტო - საქართველოს ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძემ გადაცემა "პროფილისთვის" მიცემულ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში შვილიშვილზეც ისაუბრა: " - როგორი ბებია ხართ და რა განცდაა ეს? - ვაიმე, როგორი ბებია ვარ და არანაირი ბებია.. არიან ამერიკაში ამიტომ სულ ვარ Skype-ში, ვხდედავ, ველაპარაკები, უი, რა ლამაზი ხარ, აქედან ვეფერები და ასე ვარ. ჩამოდიან, მიდიან და ა.შ "
ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილის ნახვისას არავის არ გასჩენია ის საბედისწერო კითხვა, რომელიც მსახიობის ცხოვრებას თან სდევდა:
"მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება. თუ დროებით მიეფარება.."
2028 4-ს მოსწონს
|