x
image
Culture Express
ნახეთ: როგორ ჰგავს ლიკა ქავჟარაძეს ერთადერთი შვილიშვილი - საიდან მოდის სილამაზე და სად მიდის..

image

სოციალურ ქსელში გავრცელებული ლიკა ქავჟარაძისა და მისი შვილიშვილის ფოტო ზუსტად ესადაგება უილიამ შექსპირის სონეტიდან მონაკვეთს:


"ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი სული გქონია,

რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!

მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია?

მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.

ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე?

რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!"

მეოთხე სონეტი. მთარგმნელი რეზო თაბუკაშვილი

image

ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილის ფოტოს დანახვისას შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა ქართულ; კინოში თავისი ვალი მოიხადა და ის მშვენიერება რაც ბუნებამ დააბერტყა მომავალ თაობას გადასცა.

imageფოტოზე ლიკა ქავჟარაძე შვილიშვილთან ერთად. 2015 წელი.

შეგახსენებთ რომ ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო ქორწინებაში, პირველი ქორწინებიდან მას ერთადერთი ვაჟი ლევან თაქთაქიშვილი ჰყავს. რომელიც მამასთან სანდრო თაქთაქიშვილთან და თავის ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. ლიკას შვილიშვილი საშკა ამერიკაში სწავლობს და რაც უფრო იზრდება უფრო და უფრო ემსგავსება ბებიას.

ფოტოზე ლიკა ქავჟარაძე პირველ მეუღლესთან სანდროსთან და ვაჟთან ლევან თაქთაქიშვილთან ერთად. 1980წელი.

ფოტო - საქართველოს ეროვნული არქივი

image

image

ლიკა ქავჟარაძემ გადაცემა "პროფილისთვის" მიცემულ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში შვილიშვილზეც ისაუბრა:

"

- როგორი ბებია ხართ და რა განცდაა ეს?

- ვაიმე, როგორი ბებია ვარ და არანაირი ბებია.. არიან ამერიკაში ამიტომ სულ ვარ Skype-ში, ვხდედავ, ველაპარაკები, უი, რა ლამაზი ხარ, აქედან ვეფერები და ასე ვარ. ჩამოდიან, მიდიან და ა.შ "

image

ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილის ნახვისას არავის არ გასჩენია ის საბედისწერო კითხვა, რომელიც მსახიობის ცხოვრებას თან სდევდა:

"მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება. თუ დროებით მიეფარება.."

2
2028
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
2028
  
2018, 3 დეკემბერი, 13:36
ნამდვილად, გენეტიკურია მათი სილამაზე
2018, 26 ნოემბერი, 20:28
ულამაზესი ბავშვია. ბებოს ჰგავს . ლიკას ვაჟიც დედას გავს და ამიტომ არიან ასეთი ულამაზესები ❤
0 1 2