x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებმაც კინოში ითამაშეს. საუკეთესო ხუთეული

ბევრი ფეხბურთელი სპორტული კარიერის პარალელურად ან მისი დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს სხვადასხვა სახის შემოქმედებით პროფესიებში პოულობს. ზოგიერთი მათგანი მსახიობი ხდება და სწორედ მათ შესახებ გვექნება საუბარი, უფრო სწორედ, ფეხბურთელებს შორის, 5 საუკეთესო მსახიობზე.



ზინედინ ზიდანი


image


ფეხბურთელის დებიუტი კინოში 2005 წ. შედგა, როდესაც მან საკუთარი თავი ითამაშა ფილმში «გოლი!». ზიდანის გარდა, ფილმში სხვა ფეხბურთელებიც თამაშობენ: რაული, ბეკჰემი და ჯერმეინ ჯენასი. მეორედ ის ეკრანებზე დოკ. ფილმში – «ზიდანი: 21-ე საუკუნის პორტრეტი» (2006) გამოჩნდა, რომელიც მას ეძღვნებოდა. რეჟისორები დუგლას გორდონი და ფილიპე პარენო, 17 კამერით, მხოლოდ ზიდანს იღებდნენ «რეალი» ― «ვილიარეალი»-ს მატჩის დროს. ფილმი ედინგურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.


image


ზიდანის კინოკარიერაში ერთი სრულფასოვანი მხატვრული ფილმიც არის, თუმცა, ეს მხოლოდ ჯერ-ჯერობით. კომედიური ჟანრის ფილმში – «ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე» (2008) მან ეპიზოდური როლი შეასრულა. თუმცა, როგორც ამბობენ, დიდი და პატარა როლი არ არსებობს... ხოლო, ფეხბურთელი ისე მიეჩვია კამერას, რომ სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ ვიხილავთ დიდ ეკრანებზე.


image

დეივიდ ბეკჰემი


image


ბეკჰემი, თავისთავად, უკვე ტრენდია. ის უამრავ სარეკლამო რგოლშია გადაღებული და ფეხბურთისადმი მიძღვნილ დოკ. ფილმების ნამდვილი ვარსკვლავია (მისი სახე 88 ფილმში ჩნდება). ამ ფილმებს შორის, ყველაზე გამორჩეული «გოლია!», რომელშიც ფეხბურთელი საკუთარ თავს თამაშობს.

image2017 წელს რეჟისორმა გაი რიჩმა ბეკჰემი «მეფე არტურის ხმალში» გადაიღო და ეს ფილმი, მის კინოკარიერაში, უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება, რადგან ფეხბურთის ვარსკვლავს ჰოლივუდში უკვე ხელგაშლილები ელოდებიან.



image

პელე


image


ფეხბურთის მეფე ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუსი, მეტსახელად პელე, ასაკის გამო, ფეხბურთს დიდი ხნის წინ დაემშვიდობა. მაგრამ, მის ცხოვრებაში ახალი, უკვე კინოსთან დაკავშირებული კარიერა დაიწყო. პირველი ფილმი პელეს მონაწილეობით – «გაქცევა გამარჯვებისკენ», ეკრანებზე 1981 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ჯონ ჰიუსტონია და მასში, პელეს გარდა, სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც იღებენ მონაწილეობას. პელეს ისე მოეწონა კამერის წინ მუშაობა, რომ სერიოზულად მოეკიდა სამსახიობო კარიერას – მან კიდევ 18 ფილმში ითამაშა (ძირითადად, ბრაზილიურ ფილმებში), დაწერა 2 სცენარი და ერთ-ერთი ფილმის პროდიუსერი თავადვე იყო.


image

ერიკ კანტონა


image


დღეს ალბათ ბევრს არ ახსოვს და შეიძლება მის, როგორც სპორტსმენის შესახებ, არც სმენიათ, მაგრამ ერიკ კანტონა წარსულში ფეხბურთელი იყო!!! და არა მარტო ფეხბურთელი, ნამდვილი ლეგენდა — საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი და «მანჩესტერ იუნაიტედი»-ის თავდამსხმელი. თავისი კარიერის მანძილზე, კანტონამ 433 ბურთი გაიტანა და 100-ჯერ მოხვდა ფიფას სიაში. «მანჩესტერის» გულშემატკივრები მას დღემდე, «მეფე ერიკს» ეძახიან, ხოლო საფრანგეთში მისი სახელობის სტადიონი არსებობს, რომელზეც «ოლიმპიკ მარსელი» და საფრანგეთის ნაკრები ვარჯიშობს.


image


«შოუების» მოწყობისადმი მიდრეკილება კანტანას საფეხბურთო კარიერის დაწყებისთანავე ჰქონდა — სკანდალური გამოხდომები, კონფლიქტები ხელმძღვანელ პირებთან... წითელი ბარათები მის თავზე, ისე «მოდიოდა», როგორც შემოდგომის წვიმა.

ერიკის მშფოთვარე ტემპერამენტმა და «მაფიოზურმა» გარეგნობა, კინომატოგრაფიის კარი გაუღო. 14 ფილმში მან საკუთარი თავი ითამაშა, მათ შორის ერთი – «ერიკის ძიებაში» (2009), კანის ფესტივალზე «ოქროს პალმის რტოზე» იყო წარდგენილი. გარდა ამისა, ის კიდევ 21 მხატრულ ფილმში თამაშობს, რომლებშიც ყოფილი ფეხბურთელი შეუდარებელი გარდასახვის ნიჭის დემონსტრირებას ახდენს.

imageყველაზე ცნობილი, კოსტუმირებული დრამა, მის კინოკარიერაში – «ელისაბედი» (1998) არის, რომელშიც მას პარტნიორობას კეიტ ბლანშეტი უწევს.


image

ვინი ჯოუნსი


image


ფეხბურთელ მსახიობებს შორის, ყველაზე რეიტინგული და კინოს ისტორიაში ყველაზე მოთამაშე ფეხბურთელი ვინი ჯონსია. მისი საფეხბურთო კარიერა «უილდსტოუნში» დაიწყო, ხოლო შემდეგ, «ჩელსის» და «უიმბლდონის» საფეხბურთო კლუბებში გაგრძელდა. იმავე პერიოდში, ჯოუნსი უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანიც იყო. და შეიძლება, წარმატებულ ფეხბურთელს კინოსკენ არც «გაეხედა», რეჟისორ გაი რჩს მასში თავისი მომავალი ფილმის – «კარტი, ფული და ორი ლულა»-ას ერთ-ერთი გმირის ტიპაჟი რომ არ დაენახა. საკულტო ფილმი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა, როდესაც ცნობილი ფეხბურთელი უკვე 33 წლის იყო და თავის მომავალზე უკვე სერიოზულად ფიქრობდა. ერთი წლის შემდეგ, მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და გადაწყვიტა საკუთარი ძალები კინოში მოესინჯა.

თუ კანტონა ბევრისთვის ჯერ ფეხბურთელია, ხოლო შემდეგ მსახიობი, ვინი ჯოუნსი, ერთმნიშვნელოვნად — მსახიობია! თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც საფეხბურთო კარიერის დროს აკლდა პოპულარობა. ისე, როგორც კანტონა, ის მინდორზე მეამბოხე იყო და ერთხელ ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა, მინდორზე შესვლიდან 3 წამის შემდეგ. და მიუხედავად ამისა, ვინი ჯოუნსი კინოსთვის იყო დაბადებული!


image


ყოფილმა ფეხბურთელმა, გაი რიჩის «დიდ ფსონში» (2000) შესრულებული როლით, სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ჰოლივუდში და დღეს, მის ანგარიშზე უკვე 59 შესრულებული კინოროლია («გატაცება 60 წამში» (2000) «ხმალთევზა» (2001), «ევროტური» (2004), «გადატვირთვა» (2007), «გაქცევის გეგმა» (2013) ...) და მისი მონაწილეობით, კიდევ 2 ათეულამდ ფილმა წარმოებაში ჩაშვებული.

ვინი ჯოუნსი არის საუკეთესო მსახიობი ფეხბურთელებს შორის და საუკეთესო ფეხბურთელი – მსახიობებს შორის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageფეხბურთის ყველაზე ლამაზი მსაჯი
უცნაური ფაქტები სპორტის ისტორიიდან

რა უნდა ვიცოდეთ სირბილის შესახებ

1
1159
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1159
  
2018, 11 დეკემბერი, 1:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1