ფეხბურთი ფეხბურთის ყველაზე ლამაზი მსაჯი 2016, 24 ოქტომბერი, 16:04 ფეხბუტთის სამყარო ცვლილებას განიცდის. მსუბუქი სქესის წარმომადგენლებს მწვანე შუქი აუნთეს და მამაკაცებთან გათანაბრებული მუშაობის საშუალება მისცეს. მაგრამ, დიდი ხანი არ არის, რაც ეს მოხდა – თავდაპირველად, ისინი თამაშებზე, მხოლოდ არბიტრების დუბლიორები იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდნენ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები. ოფიციალურად ფერნანდა FIFA-ს არბიტრად რამდენიმე წლის წინ დაინიშნა და 2014 წლიდან ექს-მოდელი ოფიციალურად ემსახურება საფეხბურთო სერია А მატჩებს მშობლიერ ქვეყანაში, გვერდითი არბიტრის ამპლუაში. ჟურნალისტებმა ქერა მსაჯს «ბრაზილიური საოცრება» შეარქვეს. მიუხედავად დიდი თავდადებისა, ის ხანდახან შეცდომებსაც უშვებს. პირველსავე მატჩის დროს (მაშინ „ატლეტიკო მინეირო“ და “კრუზეირო" თამაშობდა), რომელზეც ის მსაჯობდა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა: თამაშის ბოლო წუთებზე აფსაიდი დააფიქსირა – იმ მომენტში, როდესაც “კრუზეიროს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, არანაირი თამაშგარე მდგომარეობა არა ყოფილა: ამ მატჩის შემდეგ, გოგონას ისევ მოდელის კარიერის გაგრძელება შესთავაზეს და შემოთავაზებაც ჰქონდა ჟურნალებიდან. მაგრამ, ვის არ დაუშვია შეცდომა? ასეთი რამ ყველას მოსვლია, განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე. 462 11-ს მოსწონს
|