x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც სახალხოდ აღიარეს, რომ შიდსი აქვთ

1991 წლის 23 ნოემბერს, გასაოცრად ნიჭიერმა მუსიკოსმა, ჯგუფ "ქუინის" სოლისტმა ფრედი მერკურიმ აღიარა, რომ შიდსი აქვს, მეორე დღეს ფრედი მერკური გარდაიცვალა, ქვემოთ შემოგთავაზებთ 10 ცნობილ ადამიანს, რომლებმაც სახალხოდ აღიარეს, რომ შიდსი აქვთ.



1)ირვინ მეჯიკ ჯონსონი-59 წლის-"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულმა კალათბურთელმა 1991 წელს აღიარა, რომ შიდსი აქვს და ტოვებს დიდ კალათბურთს, ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრძოლას უცხადებს ამ მომაკვდინებელ დაავადებას, ჯონსონმა დაიწყო სპეციალური კოქტეილების მიღება-სამედიცინო პრეპარატების კომბინაცია, რამაც აივ-ინფექცია ტერმინალურ რეჟიმში გადაიყვანა.2002 წელს ექიმებმა დაადასტურეს, რომ აივ-ინფექცია ჯონსონის ორგანიზმიდან გაქრა."მედიცინამ თავისი ქნა, მეც რაღაც შევძელი, დანარჩენი ღმერთის საქმე იყო"-აღნიშნა ჯონსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

image

image



2)ნადია ბენაისა-36 წლის, გერმანული პოპ-ჯგუფის No Angels-ის სოლისტი, 2010 წელს მან დატოვა ჯგუფი იმის გამო, რომ ორი წელი პირობითი სასჯელი მიიღო სექსუალური პარტნიორის აივ-ინფექციით დასნეულების გამო,


ბენაისას 1999 წელს აღმოაჩნდა შიდსი ფეხმძიმობის დროს, 2006-2009 წელს მას რამდენიმე დაუცველი სექსი ჰქონდა პარტნიორებთან, რის გამოც მას ორი წელი პირობითი მიესაჯა, როგორც გერმანული პრესა წერდა, მუსულმანური წარმოშობის გოგონა, მკაცრი მამის ჯიბრით, 14 წლიდან გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა, მოხვდა ცუდ კამპანიაში და იღებდა ნარკოტიკებს.

image

image

image



3)ჯერი ჰერმანი-87 წლის, კომპოზიტორმა და პოეტმა, ცნობილი მიუზიკლების "ჰელო დოლი" რძე და თაფლის" ავტორმა 1985 წელს გაიგო, რომ შიდსით იყო დაავადებული, თუმცა მან ამის შესახებ მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღიარა.ჰერმანი იყო პირველი მაგალითი იმისა, რომ ექსპერიმენტულმა პრეპარატებმა და აივ-ინფექციის მკურნალობის ახალმა მეთოდმა იმუშავა.

image

image



4)ენდი ბელი-54 წლის-სინთი-პოპ ჯგუფის Erasure-ს სოლისტმა 1990 წელს მაშინ შეიტყო, შიდსით რომ იყო დაავადებული, როდესაც პნევმონიაზე მკურნალობდა, მომღერალი დღემდე გადის შიდსის საწინააღმდეგო თერაპიას, ცხოვრობს ჩვეულებრივად და გასტროლებზეც დადის, სადაც თავის ცნობილ ჰიტს "Love To Hate You"-ს ასრულებს.

image

image


5)გრეგ ლუგანისი-58 წლის-ამერიკელმა სპორტსმენმა 1988 წელს შეიტყო, რომ შიდსი ჰქონდა და მას შემდეგაც კი შეძლო ორი ოქროს მედლის მოპოვება ოლიმპიადაზე, თუმცა სახალხოდ აღიარა მხოლოდ 1995 წელს, როდესაც გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, პრეპარატების წყალობით ვირუსმა უკან დაიხია, ამჟამად ლუგანისი სამსახიობო სკოლაში ასწავლის, ცოტა ხნის წინ იგი დაქორწინდა თავის სექსუალურ პარტნიორთან ჯონიო შაიოსთან.

image

image

image


6)ჩარლი შინი-53 წლის-მსახიობმა 2015 წელს აღიარა, რომ აივ-ინფექციით 2011 წელს დაავადდა, მსახიობმა განაცხადა, რომ 5 000-მდე სექსუალური პარტნიორი ჰყავდა და ყოველთვის პრეზერვატივს იყენებდა, მაგრამ "ერთხელ ძალზე მთვრალი ვიყავი და აი შედეგიც".

image


7)თომას ნოივირტი-30 წლის"ევროვიზია" 2014 წლის გამარჯვებულმა, ავსტრიელმა კონჩიტა ვურსტმა(ნამდვილი სახელი-თომას „ტომ“ ნოივირტი)ანუ "წვერებიანი ქალი"რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, შიდსითაა დაავადებული.ამის შესახებ მომღერალმა "ინსტაგრამზე" 2018 წლის აპრილში აღიარა.მომღერალის თქმით, ის უკვე რამდენიმე წელია რაც ინფიცირებულია, თუმცა მან მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ამ ამბის გაჟღერება, როდესაც მისი ყოფილი ბოიფრენდი ემუქრებოდა, რომ სახალხოდ გამოაქვეყნებდა მასზე პირად ინფორმაციას.

image


8)ანდრეას ლუნდსტედტი-46 წლის-შვედური ჯგუფის Alcazar -ის დამაარსებელმა 2007 წელს დაადასტურა, რომ შიდსი აქვს, ამჟამად მომღერალი თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ მის შემოქმედებაზე ავადმყოფობა არ მოქმედებს, თუმცა ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი Alcazar -ი ასრულებს თავის 20 წლიან მოღვაწეობას, არის თუ არა ეს დაკავშირებული ფრონტმენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უცნობია.

image

image


9)კრის სმიტი-67 წლის-სმიტი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც სახალხოდ აღიარა, რომ.შიდსი აქვს.ბრიტანეთის კულტურის ექს-მინისტრმა 2005 წელს განაცხადა, რომ 1987 წლიდან არის დაავადებული, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.


"მე ამ გადაწყვეტილებაზე მიბიძგა სამხრეთ აფრიკის ექს-პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ, რომელიც ხშირად იმეორებდა, რომ მისი უფროსი შვილი შიდსით დაიღუპა და მოუწოდებდა მსოფლიოს ებრძოლათ იმ სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც აივ ინფიცირებულების მიმართ იყო"აღნიშნა სმიტმა.

image

image



10)ლარი კრამერი-83 წლის-დრამატურგი, პულიცერის პრემიის ლაურეატი(აშშ-ს უმაღლესი ჯილდო ჟურნალისტიკის, ლიტერატურის და მუსიკის დარგში), ლგბტ-თა დამცველი, აივ ინფიცირებული, 1986 წლს კრამერმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩვეულებრივი გული", სადაც მწერალმა შიდსს "ჰომოსექსუალების კიბო "უწოდა.წიგნის ეკრანიზაციამ "ოქროს გლობუსი" აიღო.


image

0
457
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0