საზოგადოება '...სამი აზერბაიჯანული ოჯახი ..დღეს 46 000მცხოვრებად იქცა სოფელ კაბალში.." 2018, 25 ნოემბერი, 13:40 "მე-19 საუკუნეში ვაჩნაძეების ოჯახმა ლაგოდეხში სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლა საქონლის მოსამწყემსად. დღეს ეს სამი ოჯახი 46 000 მცხოვრებად იქცა და სოფელი კაბალი ყველაზე დიდია საქართველოში. ყველაზე დიდი ქართული სოფელი მარტყოფი კი მესამე ადგილზეა. ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე, უცხოელების მიერ შეიქმნა 395 იურიდიული პირი, რომლებმაც საქართველოში იყიდეს 217 ნაკვეთი. ჰოლანდია ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა. ზღვა ზამთარში იყინება, მაგრამ იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბევრ ქვეყანაში გააქვთ გასაყიდად. ეს ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო გემთმშენებელია. ერთი ჰოლანდიელი წელიწადში უშვებს 179 227 ევროს ღირებულების პროდუქციას, ხოლო ქართველი იმავე პერიოდში 1103 ევროს ღირებულების პროდუქციას, ანუ ერთი ჰოლანდიელი უდრის 162 ქართველს. საქართველოში 4700 სოფლიდან 700-ზე მეტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ყველაზე დიდი სოფელი საქართველოში იყო ქართველებით დასახლებული მარტყოფი, ახლა ყველაზე დიდი სოფლებია კაბალი და იორმუღანლო, აზერბაიჯანელებით დასახლებული. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში პირველ ოცეულში იყო მხოლოდ ქართული გვარები. დღეს პირველ ადგილზეა ბერიძე (12419), მეორეზე _ მამედოვი (12185), მესამეზე _ კაპანაძე (8566), მეოთხეზე _ალიევი (7936)... მეთვრამეტეზე _ ბაირამოვი (4265). მალე ჩინელები წამოგვეწევიან თუ მთავრობა აზრზე არ მოვა და ქვეყნისთვის სასარგებლო კანონებს არ მიიღებენ." - წერს გიორგი პირველი 311 შეფასება არ არის
|