x
image
Lerato
8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ის უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას, საშუალებას გვაძლევს, შევიგრძნოთ სამყარო და პირველი გვამცნობს დაავადებების შესახებ. ეს არის ჩვენი სხეულის "სახე, " მაგრამ მასზე ბევრი არაფერი ვიცით.


ყველაზე დიდი ორგანო


image


კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი ზედაპირის ფართობი საშუალოდ 1.5-დან 2 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანს სხვადასხვა სისქე და მგრძნობელობა აქვს. ყველაზე სქელი კანი ფეხისა და ხელისგულებზეა, ყველაზე თხელი კი – ქუთუთოებზე. ამასთან, მისი მგრძნობელობა არ არის დამოკიდებული სისქეზე. მაგალითისთვის, მართალია, კანი თითებსა და ხელისგულებზე საკმაოდ სქელია, მას შეუძლია შეიგრძნოს 20 მილიგრამი სიმძიმის ზეწოლა, რომელიც ბუზის საშუალო წონას უტოლდება.


კანი ბევრს იწონის


image


კანი ადამიანის სხეულის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ორგანოა, არამედ ყველაზე მძიმეც. კანის წონა საშუალოდ შეადგენს ჩვენი სხეულის საერთო წონის 16%-ს. ასე რომ, ფრაზა "მძიმე ძვლები მაქვს, " შეგვიძლია შევცვალოთ ფრაზით "მძიმე კანი მაქვს."



კანი, რომელიც განახლებას განიცდის


image


ადამიანის კანი მუდმივად განახლებას განიცდის. ამ პროცესს რეგენერაცია ჰქვია. ეს შემდეგნაირედ ხდება: კანის ახალი უჯრედები წარმოიქმნება ეპიდერმისის ჩანასახოვან შრეში, 28-30 დღის მანძილზე ისინი მოძრაობენ ზედაპირის მიმართულებით და ამასთან, კარგავენ ბირთვს. ზედაპირზე, მათში არსებული კერატინის მეშვეობით წარმოქმნიან კანის რქოვან შრეს, რომელიც დროდადრო იქერცლება დაბანისას ან ტანსაცმელთან შეხებისას. ამგვარად, ის კანი, რომელიც ჩვენი გვგონია, მუდმივ განახლებას განიცდის. ყოველ ერთ თვეში ადამიანის კანის შემადგენლობა აბსოლუტურად იცვლება. ახალშობილებში რეგენერაცია, ისევე როგორც სხვა პროცესები (მაგალითად, მეტაბოლიზმი), უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩვილებს კანი 72 საათში ერთხელ ეცვლებათ.


"ბატის" კანი


image


როდესაც გვცივა, გვეშინია ან უბრალოდ კარგ მუსიკას ვუსმენთ, რამდენადაც ცნობილია, სხეულში შესაძლოა ჟრუანტელმა დაგვიაროს. ეს სხეულის რუდიმენტალური რეაქციაა, რომელიც "ბონუსის" სახით წილად გვხვდა ჩვენი ადრეული წინაპრებისგან. როგორც ფიზიოლოგია და მედიცინა განმარტავს, ხორკლების გაჩენა ჩვენს კანზე ჯანსაღი რეაქციაა, რაც პილომოტორული რეფლექსის დამსახურებაა. საჭიროების შემთხვევაში მცირე ზომის კუნთები მთელს სხეულზე იძაბება, რაც იწვევს ღინღლის კანის ზედაპირიდან წამოწევას, ანუ სხვა სიტყვებით, "თმების ყალყზე დადგომას." სხეულზე თმა ხშირი რომ იყოს, ეს მას კარგ თბოიზოლაციას გაუკეთებდა. თუმცა, თანამედროვე ადამიანისთვის ეს თვისება გამოუსადეგარია.


"ოქროს ბიჭის" ისტორია


image


ბევრისთვის ცნობილია ოქროს ბიჭის ისტორია. 1496 წელს მილანელი ჰერცოგის, ლუდოვიკო მოროს ციხესიმაგრეში ზეიმი გაიმართა, სადაც მაყურებელს წარუდგინეს მცხობელის ოქროს საღებავით შეღებილი შიშველი ვაჟი, როგორც მომავალი ოქროს ხანის სიმბოლო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ზეიმის შეწყვეტა მოუხდათ ჰერცოგის ცოლის ავადმყოფობის გამო. ბიჭი კი ყველას დაავიწყდა. მან მთელი ღამე, შეღებილმა ციხესიმაგრეში გაატარა. დილით ის ლეონარდო და ვინჩიმ აღმოაჩინა, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვეღარ მოახერხეს. მეოთხე დღეს ბიჭი გარდაიცვალა. ამ ისტორიაზე ხშირად ასეთ დასკვნას აკეთებენ: ბიჭი იმის გამო დაიღუპა, რომ კანს "სუნთქვა" არ შეეძლო. თუმცა, დღეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ კანი არ წარმოადგენს დომინანტს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დროს. ბიჭი კი სხეულის თერმორეგულაციის დარღვევის გამო გარდაიცვალა – საღებავმა გააფართოვა კაპილარები და ამის გამო ვერ მოხერხდა ორგანიზმის სითბოს შენარჩუნება. დასკვნა: არ ღირს ბოდი-არტით მეტისმეტად გატაცება.


კანი – ჯანმრთელობის სარკე


image


თუ თვალები სულის სარკედ ითვლება, მაშინ კანი – სხეულის სარკეა. ცვლილებები მის ზედაპირზე ხშირად გვამცნობენ სერიოზულ დარღვევებსა და დაავადებებზე.


ჩიკაგოს დერმატოლოგიურ გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორის, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის, ბრუკ ჯექსონის სიტყვებით, კანის ჰიპერპიგმენტაცია ყელის მიდამოში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, მიანიშნებს შაქრიან დიაბეტზე. ზედმეტად მშრალი ან დატენიანებული კანი (თუ მსგავსი რამ მანამდე არ დაფიქსირებულა) – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე.


უკვე აღარაფერს ვამბობთ გამონაყარზე, რომელიც ბევრი სახიფათო ავადმყოფობის პირველ სიმპტომს წარმოადგენს.


დანაოჭებული თითები


image


წყალში ხანგრძლივი დროით ყოფნისას ალბათ შეგინიშნავთ, როგორ ნაოჭდება კანი ხელისა და ფეხის თითებზე. ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია ჩვენი კანის წყალგამტარიანობის უნართან, რომელსაც ზედა შრის მეშვეობით უზრუნველყოფს. მისი უჯრედები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ, კანის ზედა ფენაში კი - ცხიმი აქვთ. თუ წყალში დიდხანს გავჩერდებით, უჯრედგარე ცხიმის ფენა თხელდება, რაც წყალს საშუალებას აძლევს მიაღწიოს უჯრედებამდე და მისი შეშუპება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ აისახება.


მტვერი და ალბინოსები


image


ყველასთვის ცნობილი ფატია, რომ შენობებში მტვრის 2/3 შედგება კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისაგან. ყოველ წუთს ჩვენი კანი კარგავს 30 000 მკვდარ უჯრედს. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი არანაკლებ 100 კილოგრამი "ძველ კანისგან" თავისუფლდება. ჩვენი ეპიდერმისის მილიონობით ტონა მკვდარი, გარქოვანებული უჯრედები ატმოსფეროში მიდის.


საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ დიდი ხანი არ გასულა იმ დროიდან, რაც ადამიანის კანი თეთრი გახდა: ეს დაახლოებით 20-50 ათასი წლის წინ მოხდა. ადამიანებმა მელანინის პიგმენტის ნაწილი დაკარგეს, როდესაც ჩრდილოეთში მოხდა მათი მიგრაცია. დღემდე ძალიან დაბალია მათი რიცხვი, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ მელანინი. მხოლოდ ერთი ალბინოსი იბადება 110 000 ადამიანიდან.


ასევე დაგაინტერესებთ:


7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს


5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

1
659
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
659
  
2018, 1 დეკემბერი, 21:54
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1