საზოგადოება
ლოს-ანჯელესში დააკავეს კაცი, რომელიც ქალებს რესტორანში ეპატიჟებოდა და შემდეგ იპარებოდა
2018, 24 ნოემბერი, 5:01
ლოს-ანჯელესის სასამართლომ 120-დღიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 45 წლის პოლ გონსალესს.
საქმის მასალების მიხედვით, გონსალესი ორი წლის განმავლობაში ქალებს, სხვადასხვა ძვირადღირებულ რესტორანში პაემნებს უნიშნავდა, ხოლო შემდეგ რესტორნიდან ფულის გადახდის გარეშე უჩინარდებოდა. ბრალდებულმა 10 ქალი მოატყუა და მათ 950 დოლარი აზარალა. პატიმრობის გარდა, გონსალესს ასევე სამი წლით პირობითი მსჯავრიც მიუსაჯეს და მასვე აეკრძალა გაცნობის ვებგვერდებით სარგებლობა.
რესტორნებში გონსალესს სტეიკისა და ლოკოკინების კერძის შეკვეთა უყვარდა. დანაყრებისა და სასმელის მიღების შემდეგ კი ის რესტორნიდან იპარებოდა. რესტორნებში შეკვეთილი მენიუს თანხას მოტყუებული ქალები იხდიდნენ, მხოლოდ ორჯერ რესტორნის ადმინისტრაციას ქალი შეებრალა და მას თანხა არ გადაახდევინა.