წყვილმა მილიონ რვაასი ათასიანი მომგებინი ლატარიის ბილეთი მაშინ იპოვა, როდესაც ისინი მადლიერების დღისთვის სახლს ალაგებდნენ
აშშ-ში, ლუიზიანას შტატში წყვილმა მილიონ რვაასი ათასიანი მომგებინი ლატარიის ბილეთი იპოვა.
მათ ბილეთს მაშინ მიაგნეს, როდესაც ისინი მადლიერების დღისთვის სახლს ალაგებდნენ. თინა ერენბერგი განმარტავს, რომ ლატარის ბილეთების შეკვრას სამეზობლოს შემოგარენში მიაგნო, საიდანაც ერთი ბილეთი იღბლიანი აღმოჩნდა. ცოლ-ქმარმა $1.8 მილიონიანი იღბლიანი ბილეთი ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე იპოვა.
შტატის კანონმდებლობის ფარგლებში დაწესებული გადასახადების შემდეგ წყვილმა ხელზე 1.3 მილიონი დოლარი მიიღო.