x
image
თამილა გურაშვილი
".. ან ოკუპანტს სამხედრო ძალა უნდა დაუპირისპირო და კუდით ქვა ასროლინო, ან მოლაპარაკებაზე წახვიდე. მესამე გზას ისტორია არ იცნობს.
image
"არაერთხელ დამიწერია, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება აუცილებლად მიმაჩნია... ისიც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არ მაქვს ილუზია (ვის შეიძლება ჰქონდეს?), რომ ეს იოლი იქნება და, როგორც კი ჩვენი დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ხელს ჩამოართმევს, საქართველოს პრობლემები მყისიერად მოგვარდება.

ახლა ნუ განვიხილავთ (უბრალოდ, ფბ პოსტში ეს შეუძლებელია), რა შეიძლება მოიტანოს, ან რას ვერანაირად ვერ მოიტანს რუსეთთან მოლაპარაკება. სხვა რამ მინდა, გავარკვიო (მეტი არაა ჩვენი მტერი, ეს ვერ გავარკვიო, მაგრამ მაინც...ცდა ბედის მონახევრეა).

კერძოდ, -როცა ჩემი ამგვარი დამოკიდებულების შესახებ მოურიდებლად ვწერ (მე კი ყველაფერს და ყოველთვის პირდაპირ და მოურიდებლად ვწერ და ვამბობ), ხშირად ეშმაკურად მოჭუტული თვალით მეკითხებიან (სახეზე რომ აწერიათ - აი, ხომ ჩაგჭერითო) : " არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?"..მეკითხებიან და, რატომღაც, დარწმუნებული არიან, რომ ავირ-დავირევი და მიკიბულ-მოკიბულს დავიწყებ.

ჩემი პასუხი ცალსახაა - რუსეთი ოკუპანტია! ხოლო, როცა ორ სახელმწიფოს შორის არის კონფლიქტი, მეტადრე - სამხედრო კონფლიქტი, არსებობს მოქმედების მხოლოდ ორი ფორმა - ან ოკუპანტს სამხედრო ძალა უნდა დაუპირისპირო და კუდით ქვა ასროლინო, ან მოლაპარაკებაზე წახვიდე. მესამე გზას ისტორია არ იცნობს.


(1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციას და შემდეგ საერთაშორისო ძალებით მის დეოკუპაციას ნუ მივახტებით, ყველა კრიტერიუმით ცხადია, რომ ეს მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება)...პირველი ფორმის გამოყენების "ერთი ადგილი" არ გვაქვს, მეორეზე კი არ მივდივართ. ბოლო-ბოლო, რა გვინდა და რას ვაპირებთ? აი, ამის გარკვევა მინდოდა... თუ დამეხმარებით, ფრიად მადლობელი დაგრჩებით!" - გუგა სამხარაძე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი

0
193
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0