x
image
დოზა26
მარადის თქვენი, ნარკომანად და "ქათამად" გამოცხადებული ნ.გ", - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

image
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა "კვირის აქცენტებში" სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის:

"მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს; მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში; მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება "ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა"-ს ფარგლებს; მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას; რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა. და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან) და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა. მარადის თქვენი, ნარკომანად და "ქათამად" გამოცხადებული ნ.გ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში. imageimage

0
803
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0