საზოგადოება
"ანა კალანდაძის ქუჩას რა უქენით?ტირილი მინდა... სიცივეში, ზამთარში ფეხით ვიაროთ?" - მომღერალი სოფო ნიჟარაძე თბილისის მერიას მიმართავს
2018, 22 ნოემბერი, 16:48
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისის მერიას მიმართავს:
“ანა კალანდაძის (ბულაჩაურის) ქუჩას რა უქენით? თბილისის მერია / Tbilisi City Hall პარკირება სად წავიდა? მანქანები სად გავაჩეროთ, ისედაც უწვრილესი ქუჩა ავტობუსის და ველოსიპედის სავალ ნაწილებს შორის რომ მოაქციეთ? სტუმარიც არ მოვიდეს? მეზობელ ქუჩებზე საერთოდ ადგილი არაა, რა ვუყოთ მანქანებს? სიცივეში, ზამთარში ფეხით ვიაროთ? არც წინასწარ დაგიანონსებიათ, პირდაპირ დღეიდან ვერც ერთი მანქანა სახლთან, ან ახლო ტერიტორიაზე ვერ ჩერდება?!….
ტირილი მინდა, არ იცი რა ხდება, იქით ავტობუსი, აქეთ სრულიად გამოუყენებელი ველოსიპედი, არავის რომ არ ჭირდება თბილისში, მაქსიმუმ პეკინამდე მივიდეთ. ზოგადად, თბილისი მისი წყობით, რელიეფით და ასევე ეკოლოგიით, არაა საველოსიპედო ქალაქი. სრული მარაზმი, ყველანაირ დისკომფორტს უქმნიან მაცხოვრებლებს!”- წერს სოფო ნიჟარაძე.