საზოგადოება „ახალი მსუყე თავი გაგორდება!!! ბატონო ბიძინა, დამპირდით, რომ აღარ განმეორდება“ - წერს ლალი მოროშკინა 2018, 21 ნოემბერი, 23:06 ![]() სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების შემდეგ მხილებების კვირეულს იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ მსუყე თავი გაგორდება და ამბობს, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. „28 ნოემბრიდან, ჩვენი მოგების შემდეგ, მხილებების კვირეული იწყება! ბატონო ბიძინა, პირადად მე გამოგიგზავნეთ უტყუარი მასალები მოღალატე, ფულის მონა მოძალადეებზე თქვენი უახლოესი გარემოცვიდან, ისევე, როგორც 2014 წელს სასჯელაღსრულებაში პრემიებზე და დარბაისელის უმსგავსობებზე, რის მერეც თქვენ სტრასბურგიდან დამაბრუნეთ და დამპირდით, რომ ეს აღარ განმეორდება! განმეორდა უარესი მასშტაბით! ასე რომ ახალი მსუყე თავი გაგორდება!!!! ![]() 1186 შეფასება არ არის
|