x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან მალე გამოვლენ“

image

.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან – მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან.
.
რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.
.
„მიწის გადაბარების საკითხი, ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს „M2“-თან. მას შემდეგ, რაც ის მიწებს წაიღებს, მშენებლობებს დაიწყებს, რაც უახლოეს მომავალში იქნება. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაც მალე გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ“, – განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.
.
მას ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ როდის დატოვებენ დები საპყრობილეს, უჭირს, თუმცა, დასძენს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
.
„ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება, “- აღნიშნა ადვოკატმა.
0
562
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0