იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმეზე გამოძიებას ახალი დეტალები აცნობა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ 14 წლის წინ გორში გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძენიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
" გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მან დამატებითი ჩვენება მოგვცა. ჩვენების ფარგლებში დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და მითითებული ადგილი დათვალიერებულ იქნა. აღებულია დოკუმენტური მასალა. ამჟამად, ამ მასალის დამუშავება მიმდინარეობს. რა დრო დასჭირდება, ამას ვერ გეტყვით. " - განაცხადა კახა საბანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალეულობა 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძენიშვილის საქმეშიც გამოიკვეთა. ბერძენიშვილის ოჯახი, ბავშვის გატაცებაში ნებიერიძეს ადანაშაულებს.