x
image
natia.a
შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერა
image

"ქალი, ეს ადამიანი არ არის, ეს სხვა არსებაა."


საბჭოთა ეპოქის ფოტოგრაფი და რომანტიკოსი, რიმანტას დიხავიჩიუსი პირველი ფოტოხელოვანი იყო, რომელმაც სსრკ-ში ქალის სილამაზისადმი მიძღვნილი საავტორო ალბომი გამოსცა. ალბომმა, სახელწოდებით, "ყვავილები ყვავილებს შორის", რომელიც წარმოდგენილი იქნა 1987 წელს მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე, სკანდალური ეფექტი მოახდინა.


image




"იმ დროს ტოტალური ცენზურა არსებობდა. ეს თემა აკრძალული იყო და ვერც ერთი დასავლური წიგნი, რომელიც მას ეხებოდა, გამოფენაზე ვერ მოხვდა. და უცბად რას ვხედავთ საბჭოთა სტენდზე, ლიტვურზე... სტენდს იმდენი მნახველი მიაწყდა, იძულებული გახდნენ, ალბომი გაეტანათ. გაოცება იმდენად დიდი იყო, რომ კრიტიკისთვის დრო არავის დარჩა." - იხსენებს ფოტოგრაფი.


უცხოელ ექსპერტებს უკვირდათ, როგორ გაჩნდა ასეთი მაღალი დონის ფოტოგრაფია ქვეყანაში, სადაც შიშველი სხეულის ასახვა 70 წლის მანძილზე აკრძალული იყო.


რიმანტას დიხავიჩიუსი ყოველივე ამაზე არ დაფიქრებულა, იგი უბრალოდ იღებდა წარმავალი სილამაზის პოეტურ, მაღალხარისხიან ფოტოებს.


სტალინის ეპოქაში პატარა რიმანტასი მშობლებთან ერთად, ათასობით ლიტველის მსგავსად, ციმბირში იქნა გადასახლებული. მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე დაკარგა დედა და "ხალხის მტრების" შვილებისთვის განკუთვნილ სპეცდაწესებულებაში მოხვდა, რიმანტასი არ გაბოროტებულა, პირიქით, ყველაში და ყველაფერში სილამაზეს ეძებდა.


image


"ახლა სილამაზეს სჭირდება გადარჩენა, მას უნდა გავუფრთხილდეთ, გადავცეთ სხვებს. აი, მაშინ დაიწყებს თავად სილამაზე სამყაროს გადარჩენას." - ამბობდა ფოტოგრაფი ჯერ კიდევ "აკრძალული სილამაზის" ეპოქაში.


image


დღეს კი, დიხავიჩიუსის აზრით, ხელოვნებაში უკვე ქალის სახის ექსპლოატაცია ხდება, რაც მისთვის მიუღებელია. "სხეულის წმინდა თემა პრიმიტიული პროდუქცია გახდა. მინდა დავტოვო ეს სფერო." - განაცხადა ფოტოგრაფმა.


image


ალბომი - "ყვავილები ყვავილებს შორის" კი დღესაც რჩება უმაღლესი კლასის ფოტოხელოვნების ნიმუშად.


image


ქვემოთ გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფოტოს აღნიშნული ალბომიდან.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერსებთ:

1. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage


2. ნახატები, რომელთა გამოც ავტორი სამშობლოდან გააძევეს - საოცრად დამაფიქრებელი ილუსტრაციები!image


3. რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორიაimage


4. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"
image


5. უხერხული შემთხვევები, რომლებიც ცნობილ ფილმებში სასიყვარულო სცენების გადაღებისას შეიქმნაimage


6. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორიაimage


7. როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობს
image

0
2731
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0