სხვა ახალგაზრდა კაცი 99-წლიან პატიმრობას ერთი ფოტოს წყალობით გადაურჩა 2018, 18 ნოემბერი, 17:09
კრისტოფერ პრეკოპია გასული წლის სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა იგი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.
გოგონას თქმით, კრისტოფერი 2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 წუთზე შეიჭრა მის სახლში. ჯერ დანით დაემუქრა, შემდეგ კი მკერდზე Х ამოუკაწრა. ბრალდებამ კრისტოფერისთვის 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მისმა მშობლებმა გირაო 150 000 დოლარი შეიტანეს და დაიწყეს მისი სიმართლისათვის ბრძოლა. კრისტოფერს არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, იგი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა:"ვიმედოვნებდი, რომ დავიძინებდი და აღარ გავიღვიძებდი". პრეკოპიამ იცოდა, რომ ეს მას არ გაუკეთებია, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა. ახალგაზრდას გაახსენდა, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს, ანუ "თავდასხმის"დღეს იგი დედასთან და ოჯახის წევრებთან 65 მილის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთ ოსტინში(ტეხასის შტატი) იმყოფებოდა, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდებოდა. ამ დროს დედას გაახსენდა, რომ სადილის დროს მათ, ოჯახის წევრებმა ერთობლივი სელფი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. ბრალდებულმა გამოძიებას Facebook-ზე გამოქვეყნებული სელფი წარუდგინა, სადაც თარიღი და ლოკაციაც იყო მითითებული. როგორც გაირკვა, ყოფილმა შეყვარებულმა გოგომ თავდასხმის ისტორია კრისტოფორის დასასჯელად და შურისძიების მიზნით გამოიგონა. 2062 5-ს მოსწონს
|