x
image
თამილა გურაშვილი
თვითმკვლელმა ქალმა გროზნოში საგუშაგოსთან ბომბი ააფეთქა

image
გროზნოში სტაროპრომისლოვსკოს რაიონში საგუშაგოსთან თვითმკვლელმა ქალმა ბომბი ააფეთქა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მიუახლოვდა ფედერალური პოლიციის განყოფილების საგუშაგოს და დაიწყო არაადექვატურად მოქცევა. სამართალდამცველებმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ, მოითხოვეს, რომ შეჩერებულიყო და დოკუმენტები წარედგინა.

ეს მოთხოვნა არ შეასრულა ქალმა, იგი სასწრაფოდ მიუახლოვდა პოსტს, რა დროსაც პოლიციამ შეამჩნია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც გოგონამ ბომბი ააფეთქა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0