x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
კაცი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მოიგო 100 000 ფუნტზე მეტი
imageბრიტანელმა ნიკოლას ნიულაიფმა უნიკალური ნიძლავი მოიგო სიკვდილის შემდეგ.

ნიულაიფმა, რომელიც ცნობილი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის თაყვანისმცემელი იყო, 2003 წელს დადო ფსონზე 1500 ფუნტი საბუკმეკერო სააგენტო Wiiliam Hill-ში. ნიძლავის შინაარსი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო - 2019 წლამდე ფედერერს უნდა გაემეორებინა ამერიკელი პიტ სამპრასის რეკორდი და 7-ჯერ მოეგო უიმბლდონის პირველობა. იმ დროს ფედერერს მხოლოდ 1 უიმბლდონი ჰქონდა მოგებული, ასე რომ "კუში" დაიდო შეფარდებით 1:66.


ნიკოლას ნიულაიფი 2009 წელს გარდაიცვალა. გასულ კვირას კი ფედერერმა მეშვიდე უიმბლდონი მოიგო და 2003 წელს დადებული ფსონიც გასანაღდებელი გახდა - 101 840 ფუნტი.


ამ მოგებას მიიღებს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam. სწორედ მას უანდერძა ნიულაიფმა მთელი თავისი ქონება. თანხა მოხმარდება დასავლეთ აფრიკაში განსახორციელებელ პროექტებს.



უნდა აღინიშნოს, რომ სამი წლის წინ საბუკმეკერო სააგენტო Wiiliam Hill-ს უკვე მოუწია Oxfam-ისათვის 16 750 ფუნტის გადახდა ისევ და ისევ ნიულაიფის სხვა ფსონის გამო, რომელიც 250 ფუნტს ჩამოვიდა ნიძლავზე, რომ ფედერერი "დიდი მუზარადის" 14 ტურნირს მოიგებდა.


ბუკმეკერულ წრეებში ამ შემთხვევას უნიკალურად აფასებენ. თავისი კერპის ერთგულება გულშემატკივარს სიკვდილის შემდგომ ორჯერ დაუფასდა.


წარმატებები ვუსურვოთ ფედერერსაც, მთლად ამ ნიძლავების განაღდებაზე ნუ გაჩერდება.

3
1777
13-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
1777
  
2013, 19 მარტი, 18:20
საღოლ აზარტსა და მოთმინებაში...
2012, 11 ივლისი, 11:59
ძალია ნაინტერესო იყო, აი ერთგული გულშემატკივარი მესმის რა :)) +100000
0 1 3