სხვა ბრიტანელ ქალს 14 წელია არ შეუჭრია თმა და არც დაუბანია 2018, 15 ნოემბერი, 10:11 ბრიტანელი 32 წლის "რაპუნცელი" აგერ უკვე 14 წელია იზრდის თმას და აგერ უკვე 20 წელია, არც დაუბანია თმა.
პროფესიით მხატვარი ფრენკი კლუნი ჯერ კიდევ 6 წლის იყო, თმის გაზრდა რომ დაიწყო, ბავშვობიდანვე ნატრობდა ქალთევზას ან ზღაპრულ პრინცესას დამსგავსებოდა, 13 წლის ასაკში მიხვდა, რომ თმის დაბანაც და დავარცხნაც გაძნელებული იყო და დედის რჩევით, თმის დაბანაც შეწყვიტა. ამჟამად ბრიტანელი "რაპუნცელის" თმის სიგრძე 1, 8 მეტრია, როგორც ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, თავიდან ძალზე გაუჭირდა დაუბანლობა, თავი საშინლად ჭუჭყიანი ჰქონდა, გამუდმებით ექავებოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგა. მხატვარი აღნიშნავს, რომ თითქმის ორი მეტრის სიგრძის თმას დიდად მოვლა არ სჭირდება. მხოლოდ თმის დავარცხნას მიაქვს დიდი დრო - თითქმის ერთი საათი. ერთადერთი, რაც აწვალებს, ეს არის ჩახლართული კულულები. თქვენთვის საინტერესო
843 7-ს მოსწონს
|