x
image
დოზა26
"თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი საშინელება სამყაროში?"-ბუდისტის პასუხი ამ კითხვაზე

image
კენედის სახელობის აეროპორტში ჟურნალისტი ატარებს გამოკითხვას თემაზე: "თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი საშინელება სამყაროში?" ადამიანები სხვადასხვა პასუხებს იძლევიან: ომი, სიღარიბე, ღალატი, ავადმყოფობა... იქვე სკამზე ერთი ძენ ბუდისტი - სუნგ სანი იჯდა. ჟურნალისტმა, როგორც კი ბუდისტური სამოსი დაინახა, მაშინვე მისკენ გაემართა, მიუახლოვდა მას და ჰკითხა: თქვენი აზრით რა არის სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება? ბერმა თბილად შეხედა ჟურნალისტს და შემხვედრი კითხვა დაუსვა მას? - თქვენ ვინ ხართ? - მე ჯონ სმიტი ვარ. - უპასუხა ჟურნალისტმა. - არა, ეს თქვენი სახელია, მე გკითხეთ - ვინ ხართ თქვენ? - მე CNN-ის ტელერეპორტიორი ვარ, - მიუგო ჟურნალისტმა. - არა, ეს თქვენი პროფესიაა, მე გეკითხებით - ვინ ხართ თქვენ? - ბოლოს და ბოლოს მე ადამიანი ვარ, მიუგო დაბნეულმა ჟურნალისტმა! - არა, მე არ დავინტერესებულვარ თქვენი ბიოლოგიური სახეობით, - მე გეკითხებით ვინ ხართ თქვენ? როგორც იქნა მიხვდა ჟურნალისტი, თუ რას გულისხმობდა ძენ ბუდისტი და არაფრისმთქმელი თვალებით, პირდაღებული ადგილზე გაშეშდა, რადგანაც მას არ გააჩნდა ამ კითხვაზე პასუხი. მცირე პაუზის შემდეგ, ბერმა მიუგო: - აი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება - ცხოვრობდე და წარმოდგენაც კი არ გქონდეს, თუ ვინ ხარ!

0
849
3-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0