x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორი იქნება პირველი ქართული სახანძრო მანქანა
image

ავტომობილის სერიული წარმოება სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“ში დაიწყება, ტესტირებას საქართველოში აწყობილი სახანძრო ავტომობილი ავსტრიაში "როზენბაუმის" ბაზაზე გაივლის.



საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანის ფასი 190 000 ევრო იქნება, ანუ 25 ათასი ევროთი ნაკლები, ვიდრე ქართულ ბაზარზე არსებული MAFIRUS TSF-W, ამასთანავე ტექნიკური მახასიათებლებითაც მასზე უფრო მაღლა იდგება.


მთავრობის გეგმით ახალმა მანქანებმა ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთა სახანძრო მანქანები, პირველ რიგში განახლება რეგიონებიდან დაიწყება.


ქართული სამაშველო-სახანძრო მანქნები 2019 წლიდან გამოჩნდება.


ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.


“ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, “DELTA-ს” მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა.





image

იხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
382
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0