x
image
Yoona
Mediator image
კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია
image

ინტუიციური კვება ხალხში პოპულარობას იძენს. ეს ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სხეულის ბალანსის შენარჩუნებაში ხელს გიწყობთ.

თქვენი ორგანიზმი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ფიქრობთ. გაგიგიათ, რომ ორგანიზმში ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. და რა მოხდება, თუ რეაქტივები არ არის? მართალია, რეაქცია არ მოხდება. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სხეულის მუშაობის დარღვევა და ავადმყოფობა.

რა სჭირდება ორგანიზმს?

რა გსურთ / რა გაკლიათ / რითი ჩავანაცვლოთ


შებოლილი ხორცი / ცხიმები / 1-2 %-იანი იოგურტი, კეფირი, მაწონი

ლუდი, ბურახი / აზოტი / თევზი, კაკალი

გაზიანი სასმელი ან ცხიმიანი / კალციუმი / ახალი ყველი, სეზამი, ახალი კარტოფილი, ბროკოლი,

ყავა / ფოსფორი და გოგირდი / რძე, მოცვი, მზესუმზირა

შოკოლადი / მაგნიუმი / წიწიბურა, კეშიუ, კედრის კაკალი, სალათის ფურცელი

ნაყინი / ტრიპტოფანი, კალციუმი / კურდღლის, ინდაურის, ქათმის ხორცი.


რა სურს თქვენს ორგანიზმს სინამდვილეში:

1.თუ თქვენ ძალიან გინდათ შოკოლადი, სასწრაფოდ მაგნიუმის მარაგი შეივსეთ. ამ საქმეში დაგეხმარებათ: ხილი, კაკალი, თესლი, ლობიო და ბოსტნეული.

2.პურის მუდმივად ჭამის სურვილი ორგანიზმში აზოტის ნაკლებობას მიუთითებს. რაციონში დაამატეთ ცილები - ბარდა, ხორცი, კაკალი.

3.ყველა ფიქრი მხოლოდ ტკბილეულს ეხება? - ტვინს გლუკოზა აკლია. მიიღეთ ტკბილი ხილიდან და ბოსტნეულიდან, თაფლიდან, კენკრადან.

4.სიამოვნებით შეჭამდით სალას ნაჭერს, რაღაც ზეთოვანს და ცხიმიანს? თქვენ სასწრაფოდ კალციუმი გჭირდებათ. კალციუმით მდიდარია ხაჭო, სეზამი და ბროკოლი.

5.ყველზე ოცნებობთ? ეს ორგანიზმში ფოსფორის და კალციუმის დეფიციტის სიგნალია. რაციონში თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე და ბროკოლი დაუმატეთ.

6.შებოლილი პროდუქტების ჭამის სურვილი გაქვთ? სასარგებლო ქოლესტერინი გჭირდებათ. მისი პოვნა შეგიძლიათ ავოკადოს, ცხიმოვანი თევზის, ზეთისხილის და კაკლის სახით.

7.მჟავეზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ? სხეულს C ვიტამინი სჭირდება. იყიდეთ ლიმონი, კენკრა, კივი, ფორთოხალი.

ეს მარტივი რჩევები სხეულის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. კვების რაციონი სწორად მრავალფეროვანი გახადეთ. შემოდგომა-გაზაფხულზე ვიტამინების კომპლექსის მიღება არ დაგავიწყდეთ. ეს ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

0
924
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0