განათლება 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარი იქნება 2018, 6 ნოემბერი, 18:01 ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგადი განათლების რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ინიციატივებზე, მათ შორის განათლების ხარისხის ამაღლებაზე:პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსები, პილოტის რეჟიმში სწავლების ახალი მოდელის და ტექნოლოგიების დანერგვა და რაც მნიშვნელოვანია, მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების მომატება. "2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია."-აღნიშნა აბულაძემ. 154 6-ს მოსწონს
|