x
image
თამილა გურაშვილი
ბრიტანულმა ჟურნალმა " People."-მ წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა
image
ბრიტანელი მსახიობი და ვარსკვლავი, იდრის ელბა სერიალიდან "ლუთერი" ჟურნალმა "People"-მ 2018 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

" ნუთუ მე მართლა ასეთი ვარ? არა მგონია, მაგრამ იყოს ასე" - წერს მსახიობი ჟურნალის გარეკანზე მოთავსებულ ფოტოსურათზე.

46 წლის იდრის ელბას თქმით, ტიტული სასიამოვნო სიურპრიზი იყო და ამან თვითშეფასების უნარი გაუზარდა.

"მე ვუყურებ ჩემს თავს სარკეში და ვფიქრობ: დიახ, დღეს ძალიან სექსუალური ვარ "- აღიარებს მსახიობი.image


ელბა ცნობილია შემდეგი როლებით: ბრიგადის გენერალი სტოუნი საშინელებათა ფილმიდან "28 კვირის შემდეგ", ერთ-ერთი წევრი ლონდონის ველური ბანდიდან კრიმინალურ კომედიაში "როკენროლი", ბანდის მეთაური გორდონ კოზე კრიმინალურ ბოევიკში "დამლაგებელი ბიჭები" და ინსპექტორი ლუთერი ფსიქოლოგიურ-დეტექტიურ სერიალში.

2017 წელს, ყველაზე სექსუალური ადამიანად ჟურნალი "People"-ში დასახელებული იყო ამერიკელი მომღერალი ბლეიკ შელტონი.


0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0