x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური და საკვირველი ფაქტები

1. პიკასო ყოველთვის შეიარაღებული იყო


image


პაბლო პიკასო ყოველთვის რევოლვერით დადიოდა, რომელშიც ფუჭი ვაზნები იყო და მათ ესროდა, ვინც ეკითხებოდა: «თქვენი სურათები რას ნიშნავსო?»



2. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოყვარულების 4 კატეგორია არსებობს:


image


1. ჰემინგუეი – არც ქცევით და არც პიროვნულად არ იცვლებიან, რამდენიც არ უნდა დალიონ.

2. მერი პოპინსი – ხდებიან მოსიყვარულეები და ბედნიერები. სასმლის მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობენ, მხნეობა ემატებათ და სხვა ადამიანებთან კონტაქტი უადვილდებათ.

3. შეშლილი პროფესორი — ეს ადამიანები ინტროვერტები (საკუთარ თავში ჩაკეტილი, ნაკლებად კომუნიკაბელური) არიან, მაგრამ სასმლის მიღების შემდეგ, კომპლექსებისგან თავისუფლდებიან და თავიაანთი დადებითი მხარეების დემონსტრირებას იწყებენ.

4. მისტერ ჰაიდი – საკუთარი თავის ბოროტ ორეულებად გარდაიქმნებიან და პიროვნების ყველაზე ცუდ მხარეებს წარმოაჩენენ: მტრულ განწყობას, უხეშობას და უპასუხისმგებლობას.



3. მონა ლიზას გამოსახულება ოდესღაც სულ სხვანაირად გამოიყურებოდა


image


იმის გამო, რომ სურათი მუზეუმში ეკიდა და მასზე სინათლე ეცემოდა, ფერები გახუნდა და გაუფერულდა. არსებობს ამ პორტრეტის ე. წ. სურათი – და, რომელიც იმავე პერიოდშია შექმნილი ლეონარდო და ვინჩის სტუდენტის მიერ და დღეს ეს ნამუშევარი მუზეუმის საცავში ინახება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონა ლიზას საიდუმლო გახსნილია! უკვე ცნობილია ვინ არის სინამდვილეში «ჯოკონდა»



4. ფოსტით გაგზავნილი შენობა



image


ეს ისტორია 1916 წელს მოხდა. ბიზნესმენი უილიამ კოლტჰარპი ქ. ვერნალში (იუტას შტატი) ბანკს აშენებდა. მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, მისი აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ.
როდესაც მან ხარჯი დაითვალა, აღმოჩნდა, რომ თითო აგურის ტრანსპორტირება, 4-ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე აგური ღირდა. ამიტომ, 80 ათასი აგური 20 კგ-იან ამანათებად შეაფუთვინა და ერთი ქალაქიდან მეორეში, ფოსტით გაგზავნა.
იმ დროს, ფოსტის მომსახურებით სარგებლობა ბევრად უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტირება ან მგზავრობა ღირდა და ამასთან, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისგან არაფრით განსხვავდებოდა.



5. ოქრო არ აკადრეს


image


ჩვენთვის ყველაზე ცნობილი, ფარაონებს შორის, ტუტანხამონია (ძვ. წ. აღრ. 1332 - 1323 წწ.), რადგან მისი სამარხი, პირველი იყო სამარხებს შორის, რომელიც ხელშეუხებელი აღმოაჩინეს (1922 წ.). მისი სარკოფაგი მთლიანად ოქროსია და ის 110 კგ-ს იწონის. ხელუხლებელი იყო 1940 წელს აღმოჩენილი სამარხიც, რომელიც ასევე ფარაონს ფსუსენეს I – ს ეკუთვნოდა.

ფსუსენეს I ეგვიპტეს დაახლოებით 3000 წლის წინ მართავდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ქვეყნის სათავეში 41 წლის მანძილზე იყო, ხოლო სხვების — 46 წელი. მისი სარკოფაგი ვერცხლით არის დამზადებული და 90 კგ-ს იწონის.

ძველ ეგვიპტეში ოქროს «ღმერთის ხორცს», ხოლო ვერცხლს – «ღმერთის ძვლებს» ეძახდნენ და იმ პერიოდში ქვეყანაში ვერცხლი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ოქრო. თუმცა, ამასაც ჰქონდა თავის მიზეზი: იმ დროს ქვეყანაში წელიწადში 40 ტონამდე ოქროს მოიპოვებდნენ, ხოლო ვერცხლის საბადოები ქვეყნის გარეთ იყო. გამოდის რომ, ფსუსენეს I იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომ ოქრო არ აკადრეს და სამუდამო განსასვენებელი ვერცხლისგან დაუმზადეს.



6. უინსტონ ჩერჩილის უცნაური გამოსახულება ფულის ნიშანზე


image


5 ფუნტიან კუპიურას თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ მასზე გამოსახული უ. ჩერჩილი აშკარად გაბრაზებული იყო ფოტოსესიის დროს და ეს მართლაც ასე იყო. ფოტოგრაფმა, ვიდრე სურათს გადაუღებდა, მას სიგარა წაართვა, რამაც ჩერჩილი გააბრაზა.



7. «პანდორას ყუთი»


image


გამოთქმაში «პანდორას ყუთი», სიტყვა «ყუთი» – ბერძნული სიტყვის «პიფოსის» არასწორედ თარგმნის შედეგად გაჩნდა. სინამდვილეში, პიფოსს დიდი ზომის თიხის ჭურჭელს ეძახდნენ, რომელსაც მიწაში მარხავდნენ და მასში სურსათ-სანოვაგს ინახავდნენ. და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პიფოსში და არა კასრში, ცხოვრობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე, რადგან ძველმა ბერძნებმა კასრების გაკეთება არ იცოდნენ.



8. ჩაი – ერთი და მრავალი


image


ჩაის ყველა ტიპი და ყველა ხარისხი, – მწვანე და შავი, ჩაის ფოთლის დამუშავებაზე არის დამოკიდებული და ეს ფოთოლი ყოველთვის ერთი და იგივე მცენარეს – ჩინურ კამელიას (ლათ. Caméllia sinénsis), იგივე ჩინურ ჩაის ეკუთვნის.



9. წითელი ბანანი


image


ბანანის ამ ჯიშს «კავენდიშს» (ლათ. Cavendish) ეძახიან და ის დას. და სამხ. აფრიკაში და კანარის კუნძულებზე იზრდება. მისი გემო და არომატი ყვითელი ბანანისგან განსხვავდება და ბევრად უფრო რბილი, ტკბილი და გემრიელია. მას ჟოლოანი ნაღების გემო აქვს. გარდა ამისა, ყვითელ ბანანთან შედარებით, მის შემადგენლობაში С ვიტამინი, კალციუმი, ბოჭკოვანა და ბეტა-კაროტინი უფრო მეტია.



10. შიშის მომგვრელი ხმები კინოფილმში



საშიში, ჟრუანტელის მომგვრელი ხმები, რომელიც საშინელებათა ფილმიდან გვესმის, მუსიკალური ინსტრუმენტით – ვოტერფონით (Waterphone) არის შექმნილი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageუცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ: ბუს ბუდეში შინაური ცხოველი ჰყავს...

დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტები

30 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე, ქვეყნებზე, ცხოველებზე, საგნებზე, ფობიებზე...


0
568
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0