x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიცრუე ალკოჰოლის შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა

image

ალკოჰოლური სასმელი ადამიანმა რამდენიმე ათასი წლის წინ მოიგონა და არც დღეს აპირებს მასზე უარის თქმას. სპირტულ სასმელებთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს, რომლისაც ყველას თუ არა, სამწუხაროდ, უმრავლესობას სჯერა. ეს კი, შესაძლებელია, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს.

image

ანტიდეპრესანტი


50 მლ. მაგარი, ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელი მართლაც კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს, რადგან სპირტი დოფამინის გამომუშავების პროვოცირებას ახდენს. მაგრამ, ამავდროულად, ალკოჰოლი უძლიერესი დეპრესანტია: მხოლოდ ერთ საღამოს მიღებული დიდი რაოდენობით სპირტული სასმელით, ფსიქო-ფიზიკურად ორგანიზმი ისე იფიტება, რომ მისი აღდგენისთვის, კვირები არის საჭირო.

image
ალკოჰოლი, როგორც საძილე საშუალება


ზოგიერთებს იმდენად სჯერათ მითის აკლოჰოლისა და ღრმა ძილის კავშირის შესახებ, რომ ამ «ფაქტს» საკუთარი სახელი, — «nightcap (ღამის კაპიუშონი)» შეარქვეს. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, 20-30 მლ. კონიაკის «მიღება» ძილის წინ, მშვიდი, უშფოთველი ძილის გარანტიაა. რეალურად კი, მცირე რაოდენობით სასმელი ადამიანს დაძინებაში ეხმარება, თუმცა მეტაბოლიზმის პროცესში, ალკოჰოლი იშლება და სწრაფად ჩაძინების ფაზას თრგუნავს, რაც თავის მხრივ, სრულფასოვან დასვენებას უშლის ხელს.

image
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების უნარი — კარგი ჯანმრთელობის ნიშანია


ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ჟღერს: თუ ადამიანს დიდი რაოდენობით სპირტი «დედის რძესავით ერგება», ე. ი. ადამიანი სრულიად ჯანმრთელია. სინამდვილეში, სამედიცინო თვალსაზრისით, სპირტული სასმელებისადმი ტოლერანტოის სუპერუნარი, – ალკოჰოლიზმის II სტადია არის. ასე, რომ, საკუთარი თავით ნუ იამაყებთ, თუ შეჯიბრში – «ყველაზე კარგი მსმელი», გაიმარჯვებთ და ეს უკვე, სერიოზული მიზეზია დაფიქრებისთვის.

imageგანსხვავებული ქცევა


აზრი იმის შესახებ, რომ სპირტიანი სასმელის განსხვავებული ტიპი, განსხვავებული ხასიათის ქცევას იწვევს — მხოლოდ მითია. ამ თემაზე არაერთი კვლევაა ჩატარებული, შედეგი კი ერთმნიშვნელოვანია: ადამიანის ქცევაზე, სპირტული სასმელის მიღების შემდეგ, პლაცებოს პლაცებო (ლათ. placebo, «მოგეწონები, მოვეწონები, ვასიამოვნებ», ვიკიპედია) ეფექტი მოქმედებს, რომელიც თვითშთაგონებაზეა დაფუძნებული და ამა, თუ იმ საშუალებით, სასურველი შედეგის მიღებას გულისხმობს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ
* 5 მითი ღვინოს შესახებ, რომლიც დიდი ხნის წინ უნდა დამსხვრეულიყო

* საინტერესო ფაქტები ალკოჰოლის შესახებ. ყველაზე «მსმელი» ქვეყნების ხუთეული

* როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო: 7 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ

1
1033
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1033
  
2018, 30 აგვისტო, 10:30
ისე ბრჭყვიალებს სურათი, რომ სიამოვნებით მოვწრუპავდი))))
0 1 1