x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ალკოჰოლის შესახებ. ყველაზე «მსმელი» ქვეყნების ხუთეული

image
სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლიზმით 76 % შემთხვევში, 20 წლამდე ასში ავადდებიან, მათ შორის, 49 % – მოზარდობის ასაკზე მოდის.


ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანები, ყველაზე ხშირად, გულ-სისხლძართვთა დაავადებებით იღუპებიან. კერძოდ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, მიოკარდის დაზიანებას და გულის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს. ასევე, ის ზრდის პარკუჭების სასიკვდილო ფიბრილაციის რისკებს.


ამჟამად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, პოპულარობას იკრებს ალკოჰოლით დაავადებული ადამიანების განკურნების ანონიმური ჯგუფები, სადაც მისვლა, როგორც ფხიზელ, ისე ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება. განსხვავება იმაშია, რომ ნასვამს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა შეკრებაზე. ბევრი ავადმყოფისთვის, ასეთ ჯგუფებში სიარული — თავისი წრის «თანამოაზრეებთან» შეხვედრების ტოლფასი და სრული მარტოობისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება არის.


ქალები უფრო მდგრადები არიან ალკოჰოლური სასმელებისადმი, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ, ამის მიუხედავად, ალკოჰოლით დაავადებული ქალის განკურნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კაცის.


შუა საუკუნეების ევროპაში, «მთავარ ლოთებად» გერმანელები ითვლებოდნენ. ხოლო რუსები, მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული აზრისა, რომ «ლოთობა მათი მოგონილია», XVI საუკუნემდე, მხოლოდ წყალში გაზავებულ ღვინოს სვამდნენ.


ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტი, რომელშიც სასმელის ბოროტად გამოყენებას ეხება, «უწყება ლოთობის შესახებ» არის და ის ძვ. წ. აღრ. 1116 წ. ჩინეთში შეიქმნა. მასში ლოთობა არის დაგმობილი, რომელიც, იმ პერიოდში, ჩინეთის მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში იყო გავრცელებული.


პეტრე I დროს, სასჯელი იყო დაწესებული ლოთობისთვის. რუსეთში ასევე იყო სპეციალური სამუშაო სახლები, ლოთების და სულითავადმყოფების გამოსასწორებლად.

დღეს, რუსეთში, ალკოჰოლიზმით გარდაცვლილების რიცხვი (600—700 ათასი. ადამიანი წელიწადში) ათანაბრებს სხვაობას ქვეყანაში დაბადებულ და გარდაცვლ ადამიანების რაოდენობას შორის.


სისხლში ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაცია 0, 5–0, 8 გრ/დლ შეადგენს, ანუ ერთჯერადი სასიკვდილო დოზა — 4–12 მლ/კგ (დაახლოებით 300 მლ. 96 % ეთანოლი (ეთილის სპირტი)), თუმცა ალკოჰოლით დაავადებულებისთვის, ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალიც იყოს.

image

ინდურმა ტომმა, ოგლალა სიუმ, სამხ. დაკოტას შტატში, სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წინაამღდეგ და კომპანიებს პასუხისმგებლობა დააკისრა ძირძველი მოსახლეობის გალოთების გამო.


2015 წ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 15 წელს ზევით საშუალო სტატისტიკურ ადანიანზე, 45 გრადუსიანი (მაგ. არაყი) სასმელის მოხმარებაზე გადაანგარიშებით*, ყველაზე მსმელი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

* შენიშვნა: თუ ეს მაჩვენებელი 30 ლ. არის, იმას ნიშნავს, რომ მაგ. ყოველ 5 ადამიანზე 150 ლ. სასმელი მოდის და თუ დავუშვებთ, რომ მათგან მსმელი მხოლოდ ერთია – ის დღეში 400 მლ. სპირტულ სასმელს მოიხმარს.


V ადგილი. რუმინეთი. 28, 6 ლ. წელიწადში.


image
image
IV ადგილი. რუსეთი. 30, 2 ლ. წელიწადში.


image
image
III ადგილი. ლიტვა. 30, 8 ლ. წელიწადში.


image


image

image

II ადგილი. მოლდოვა. – 33, 6 ლ. წელიწადში.


image
image
I ადგილი. ბელორუსი. 35 ლ. წელიწადში.


image

image

მსოფლიო მასშტაბით, სპირტული სასმელების მოხმარების საერთო სურათი კი ასე გამოიყურება:

image

დღეს მსოფლიოში ალკოჰოლიზმით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, პნევმონიით და ძალადობით, ერთად აღებული. ბელორუსში ალკოჰოლიზმის პრობლემა ჭეშმარიტად კატასტროფულ მასშტაბებს იძენს და ის უკვე თითქმის ყველა ოჯახს ეხება.

ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისთვის, სოციალური და ეკონომიკური ხარჯები, მძიმე ტვირთი არის არა მარტო ცალკე აღებული ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

2
542
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
542
  
2017, 8 აპრილი, 13:51
საქართველოში ღვინოს სვამენ, აქ კი, არაყის მსმელებზე არის საუბარი.
2017, 8 აპრილი, 12:08
სრული აბსურდი. ყველაზე მეტს მგონი ქართველები ვსვამთ, რომ დავიწყებთ და გეჩერება აღარ ვიცით, და მაინც ყველაზე მსმელი ბელორუსია ყოფილა (ამ სტატიას თუ დავუჯერებთ)
0 1 2