"ეს კაცი კრეტინია?! როგორ გამოაცხადებს ამნისტიას?!" - ბონდო მძინარაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რაზეც უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა და ვაშაძეს მოსაზრებას სიცრუე უწოდა:"ეს კაცი კრეტინია?! როგორ გამოაცხადებს ამნისტიას? ამნისტია არის კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს! ამ კონსტიტუციაში როგორ შეიტანს ცვლილებას, როცა ესეც პარლამენტის საქმეა? "
