საზოგადოება გაბზეკილი საჩვენებელი და შუა თითით სიგარეტის მბოლებელი და ყავის მწრუპავი სასტავი რაის მებრძოლია 2018, 4 ნოემბერი, 18:51 "ვერის ბაღში ვიყავი კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა კრებაზე მეტს ნურაფერს მკითხავთ! გაბზეკილი საჩვენებელი და შუა თითით სიგარეტის მბოლებელი და ყავის მწრუპავი სასტავი რაის მებრძოლია?
მებრძოლებიც ერივნენ და კაი ხალხიც მაგრამ საქმე ზუსტად მაგრამ-შია..
საქართველოში ფრონდერობის მიზეზი გამონაკლისების გარდა ისაა, რომ თვითონ არ სხედან კარმუშკასთან და მათი სასტავი არაა მაყუთის საჭრელ დაზგასთან. ხოლო, მომხრეობა პირიქით რაც მეტად ახლოს ხარ ან გინდა სიახლოვე ბელადთან მით მეტია მგზნებარება ხმაში!! მოკლედ, არჩევნებში მონაწილეობა სინამდვილეში ამომრჩეველთა მესამედზე ცოტა მეტმა მიიღო. ისეა მოსახლეობა უნდობლობა ნიჰილიზმში და თავის გადარჩენის მორევში ჩაძირული, არავინ არ თქვას ვიცი როგორ განვითარდება მოვლენებიო. აქ მარტო თუ გაარტყავ! საზოგადოება ჯერ არ ასულა ინდივიდების დონეზე როცა ის ბელადის მესიის და გმირის დაძახილის გარეშე გამოდის და წყვეტს პრობლემას. ხოდა, დღეს არც ასეთი ჩანს და არც ისეთი ჯგუფი ჯამში თუნდაც ნახევარ ბელადობას რომ გაქაჩავენ.. ვინცაა ხელისუფლებაში, ზუსტად ისინი არიან პირველი მოღალატეები, ან მეორე მხარისათვის სასარგებლო იდიოტები! ფრიად უგვან დასასრულს მიგრძნობს გული " - ლევან ადეიშვილი 159 შეფასება არ არის
|