x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
8 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ ქორწინდებიან თანამედროვე მამაკაცები (და შედეგი)

კვლევის თანახმად, 25 წელს გადაცილებული დაუოჯახებელი ქალების და მამაკაცების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ამასთან, მარტოხელა მამაკაცების რიცხვი აღემატება გაუთხოვარი ქალების რიცხვს. როგორც აღმოჩნდა, საშუალო ასაკის მამაკაცების 23 % და ქალების 17 % ეძებს თავის II ნახევარს (ან, შეიძლება, არც ეძებს?!).


image


ამ ფაქტს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ბოლო ათწლეულში ძალიან შეიცვალა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. და ეს ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. მსოფლიოსთან ერთად, შევიცვალეთ ჩვენც და ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხებისადმი, მათ შორის, ქორწინებაზეც.

ექსპერტებმა შეისწავლეს მიზეზები, რომლის გამოც მამაკაცები ვერ ან არ ქორწინდებიან და როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველთვის მამაკაცის თავისუფლად ყოფნის და დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილთან არ არის დაკავშირებული. არის ბევრი სხვა მიზეზი, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური და მათ შორის ყველაზე გავრცელებული, ეს 8 მიზეზია:



1. დაბალი თვითშეფასება და თავის თავში დაურწმუნებლობა


image


საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები ყოველთვის განიცდიან მიტოვების შიშს, რაც მათში პანიკის შეტევას და არაჯანსაღი ეჭვიანობის გრძნობას იწვევს. დღეს, ამ მხრივ, სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა: არის გაცნობის საიტები და ადამიანები იქ შესვლისას, უნდათ თუ არა, საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, – სილამაზის, წარმატებულობის, სიმდიდრის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, გაცნობის საიტზე მიღებული უარი მამაკაცებზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ქალებზე და მსგავსი პრობლემების მქონე მამაკაცებს რჩევას აძლევენ: თვითშეფასების დონის ასამაღლებლად, მათ თვითკრიტიკა უნდა შეწყვიტონ და არ უნდა შეადარონ თავი სხვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ცხოვრების მიზნის პოვნა და მისკენ სწრაფვაა.



2. არამიმზიდველი გარეგნობა


image


პარტნიორის არჩევისას, შემთხვევათა უმრავლესობაში, გადაწყვეტილებას მისი გარეგნობის ზეგავლენით ვიღებთ და მნიშვნელოვან როლს მიმზიდველობა თამაშობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირადად გაცნობამდე, მის შესახებ ინფორმაციას სოც. ქსელებიდან ვღებულობთ.

სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სილამაზის სტანდარტები ძალიან სწრაფად იცვლება და მამაკაცების უმრავლესობა, უბრალოდ ვერ ასწრებს მისთვის ფეხის აწყობას. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს გარეგნობის ბევრი ნაკლის გამოსწორება შეიძლება. გარდა ამისა, საკუთარ თავში ქარიზმის განვითარებას ხომ არაფერი უდგას წინ?!



3. შთაბეჭდილების მოხდენის უუნარობა


image


მეცნიერების აზრით, მამაკაცები, რომლებმაც ფლირტაობა არ იციან, იძულებულები არიან, ბერბიჭებად დარჩნენ. ადრე, ინდუსტრიალიზაციის ეპოქამდე, ქორწინების საკითხს მშობლები აგვარებდნენ და მათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეეძლოთ ოჯახის შექმნა. დღეს კი მამაკაცმა თავად უნდა მოხიბლოს ქალი და ამისთვის გარკვეული ნიჭი და ცოდნა არის საჭირო.



4. მოუცლელობა



image

imageდღეს ბევრს შეუძლია საკუთარი სამუშაოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შესრულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები, ერთდროულად, მუშაობის და მოგზაურობის საშუალებებს იძლევა. თუმცა, დასვენებისთვის დროის გამოყოფა, ყველას არ შეუძლია.

სამუშაოსადმი ასეთი სიყვარული, ფსიქოლოგების აზრით, შეიძლება ადამიანის შინაგანი პრობლემებით იყოს გამოწვეული: საკუთარი თავის საქმით დატვირთვით ადამიანები მარტოობას, შფოთს და შიშს გაურბიან.



5. წინა ურთიერთობის ცუდი გამოცდილება


image

imageბოლო 20 წლის მანძილზე, მამაკაცის ქორწინების საშუალო ასაკი 3-6 წლით გაიზარდა. მათ უკვე აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ქორწინებამდე გარკვეული ურთიერთობები დაამყარონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან და უფრო ახლოს გაიცნონ ისინი. და ეს ურთიერთობები ყოველთვის ქორწინებით არ სრულდება. გარდა ამისა, იზრდება განქორწინებების რიცხვიც. ხშირ შემთხვევაში, სწორედ წინა ურთიერთობის ცუდი გამოცდილება არის იმის მიზეზი, რომ მამაკაცებს ახალი ურთიერთობების აწყობას, ისევ მარტო ცხოვრება ურჩევნიათ.

და როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, მამაკაცი რაც უფრო დიდხანს რჩება განქორწინების შემდეგ მარტო, მით უფრო ნაკლებია მისი ხელმეორედ ქორწინების შანსი.



6. არახელსაყრელი მდგომარეობა გაყრის შემთხვევაში


image


ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ქალებს საკუთარი უფლებების დაცვა უხდებოდათ და ცოტას თუ შეეძლო განქორწინებაზე და შვილებთან ერთად, ქმრის გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი. ქალები ფინანსურად დამოკიდებულები და უუფლებონი იყვნენ. თანამედროვე მსოფლიოში მდგომარეობა კარდინალურად შეცვლილია და უკვე არავის უკვირს ქალის ფინანსური დამოუკიდებლობა.

დღეს, თუ საქმე განქორწინებამდე მიდის, მამაკაცები უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებიან, ვიდრე ქალები: მოსამართლეები, უმეტეს შემთხვევაში, ქალების მხარეს იჭერენ. ბავშვები დედასთან რჩებიან, ხოლო მამა ვალდებულია, ფინანსური დახმარება გაუწიოს ყოფილ ოჯახს.



7. პასუხისმგებლობის შიში


image

imageთანამედროვე ახალგაზრდებს მილენიალების თაობას ანუ Y თაობას უწოდებენ (თაობა, რომელიც 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში დაიბადა) და როგორც ამბობენ, მათ გარკვეული სირთულეები გააჩნიათ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ისინი წინა თაობასთან შედარებით უფრო გვიან ქორწინდებიან, ან ოფიციალურ ურთიერთობებზე საერთოდ ამბობენ უარს. ამ სიტუაციის ერთ-ერთი მიზეზი — გადაწყვეტილების მიღების შიშია, უფრო სწორად, იმ შედეგების შიში, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება.



8. მარტო ცხოვრების ჩვევა


image


დღეს, თვითონ ქორწინების მნიშვნელობამ განიცადა დიდი ცვლილება. ადრე თუ ოჯახში როლები მკვეთრად განსაზღვრული და გამიჯნული იყო: ქმარი — შემომტანი, ცოლი — დიასახლისი, – ახლა კაცს და ქალს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება. ამასთან, ირგვლივ იმდენი გასართობია, რომ მამაკაცების ერთი ნაწილი ქორწინების საკითხს სამომავლოდ დებს. მაგრამ, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, დროთა განმავლობაში, შესაძლებელია მას მარტო ცხოვრების ჩვევა ჩამოუყალიბდეს. რადგან, თუ ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე მარტო ცხოვრობს, ის ცხოვრების ამ წესს ეჩვევა და მის შეცვლას არ ჩქარობს, – რადგან, სტაბილური ცხოვრების დაკარგვის ეშინია.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრეალური კომიქსები ოჯახური ცხოვრების შესახებ
ილუსტრაციებში ასახული, წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ
ქალის მოხიბვლის გაკვეთილები ადრეანო ჩელენტანოსგან



1
749
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
749
  
2018, 8 ნოემბერი, 14:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1