x
image
დოზა26
"იცით თქვენ, ვინც ამ “ორი გვამის” ამბავს გაიძახით,რომ რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით ამბოხებული სამხედრო ნაწილი უბრძოლველად აიღეს ჩვენმა ბიჭებმა?”

image
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თეო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს: აქოთქოთდნენ ქოცმაცუნები “ორი გვამი”, “ორი გვამიო”..ვინმეს რამე პრეტენზია აქვს “ორ გვამთან” დაკავშირებით? იცით თქვენ, ვინც ამ “ორი გვამის” ამბავს გაიძახით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით ამბოხებული სამხედრო ნაწილი უბრძოლველად აიღეს ჩვენმა ბიჭებმა? რომ ხელისუფლების სწორი, სწრაფი და პრინციპული მოქმედების შედეგად საშინელებას გადაურჩა იმ დღეს ქვეყანა. იცით ეს თქვენ? ამბოხების ორი ორგანიზატორი სამხედრო მაღალჩინოსანი კი ბაზის უკან არსებულ უღრან ტყეში გაიქცა შეიარაღებული და მიიმალა. მათი პოვნა და გაუვნებელყოფა იმ მომენტში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ცნობისთვის, აშშ ეგეთებს დროულად ხოცავს.. ისრაელზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. თან – ეს იმის გათვალისწინებით, რომ იგივე ამბოხი დაგეგმილი იყო სხვა მოღალატე (რუსეთის მიერ დავერბოვკებული) მეთაურების მიერაც და მათთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო შედეგი – მათი განეიტრალება წინა ღამეს მოასწრო შსს-მ. გეგმა ითვალისწინებდა სამ ბაზაზე, მათ შორის გორშიც ამბოხს. საერთოდ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ეს ომისა და ოკუპაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის?…. დაოკდით ჩემო კარგებო და კარგად გაითვისეთ, რომ სახელმწიფოს დაცვა სჭირდება, მტერს – განადგურება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ნუღარასოდეს იტყვის დავით აღმაშენებელზე ან გიორგი ბრწყინვალეზე, დიდი მეფეები იყვნენო. სულელური ღლიცინი არაფერს მოგიტანთ კარგს! დასრულდა! აღარ ჯერა ხალხს თქვენი! შეეგუეთ ამას!

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0