ფსიქოლოგია ეს ფერი პაემანზე არასდროს ჩაიცვათ! 2018, 3 ნოემბერი, 3:24 ამ კვირას თუ პაემანზე მიიჩქარით, გილოცავთ ♡ გახსოვდეთ, ფერი გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკასა და განწყობაზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პაემანზე არასდროს უნდა ჩაიცვათ ყვითელი სამოსი (თუ რა თქმა უნდა, პარტნიორის გაქცევა არ გსურთ). ქალებმაც და კაცებმაც ყვითელი ყველაზე ნაკლებ მომხიბვლელ ფერად დაასახელეს.ამას გარდა, კაცებს ქალი არც ნარინჯისფერ და ყავისფერ კაბაში იზიდავთ; ქალები - ვარდისფერს არ წყალობენ.ფერთა პალიტრა ფართო არჩევანს გვთავაზობს. თამამად ჩაიცვით წითელი სამოსი! პაემანზე მისული ვნებას გააღვივებთ. კაცებმა წითელი ერთხმად დაასახელეს საუკეთესო ვარიანტად.კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს მამაკაცში ყველაზე მეტად ნაცრისფერი მოსწონთ.გოგონებო, ბიჭებს გულგრილს არ დატოვებთ ლურჯი, მწვანე, შავი და იისფერი კაბით.ქალები მამაკაცებს ურჩევენ, შავი, ლურჯი, მწვანე და თეთრი ფერი ხშირად ატარონ. ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ინტუიციურად ვაკავშირებთ ამა თუ იმ ფერთან. შეყვარებულ წყვილთა 92%-ს ახსოვს, რა ეცვა მეორე მათგანს პირველ პაემანზე. 66%-მა თქვა, რომ მათ შეხვედრაზე ჩაცმულობამ გავლენა იქონია. 82 1-ს მოსწონს
|