ფსიქოლოგია 10 ნიშანი იმისა, რომ მორიდებულ გოგოს მოწონხარ 2018, 15 ნოემბერი, 23:40
სიყვარული ადრე თუ გვიან ყველასთან მოდის. მინიშნებები, რომ გოგონა არაა შენდამი გულგრილი: 1. კომპლიმენტს გეუბნება - ცდილობს, იყოს მეგობრული. დეტალებს ამჩნევს. 2. იღიმის - შეიძლება არც ისე თავდაჯერებით, თუმცა.. 3. გაურბის მზერით კონტაქტს. 4. შენს ''მკვახე'' ხუმრობებზე იცინის. გაჩვენებს, რომ თავადაც მხიარულია. 5. გარეგნული ცვლილებები - ახალი ვარცხნილობა, სამოსი... მაკიაჟის ტარება. 6. ესაუბრება ყველას, შენ კი, გაიგნორებს - რადგან ღელავს და არ იცის, რა გითხრას.. 7. შენს გარემოცვაში ხშირად ხედავ - სიმამაცე არ ჰყოფნის, შენთან მოვიდეს, მაგრამ თვალს იმ განზრახვით გადევნებს, რომ თავად შეამჩნიო. 8. რომ გესაუბრება, ხმის ტონს იცვლის - უფრო რბილი და ჩუმი ხდება. 9. თმით თამაშობს - ნერვიულობა, ფლირტი ან მოწყენა. 10. მისი მეგობრები შენი გამოჩენისას უცნაურად იქცევიან - ''ნახე, ვინ მოდის.. შშშ'' ჩვეულებრივ, მორცხვი გოგონა სოც. ქსელში მეტად გულღია და გაბედულია.
მამაკაცებს მოკრძალებული ქალი მოსწონთ, რადგან ის 1. მათთვის მისტიკურია, კითხვებს ბადებს. 2. უფრო ქალურია. მის გვერდით თავს უშიშრად გრძნობენ. 3. აინტერესებთ, ყველგან ასეთი მფრთხალია თუ არა. 4. უფრო სანდო და დაუცველი ჰგონიათ. ხანგრძლივი ურთიერთობის პერპექტივას ხედავენ. 5. იშვიათია. მამაკაცთა მეორე ნაწილს თავისუფალი ქალი იზიდავს, კომპლექსების გარეშე. მთავარია, საკუთარი თავის გწამდეთ და გიყვარდეთ. 261 2-ს მოსწონს
|