ნინი ქარსელაძე ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემის „რეაქცია“ სტუმარი გახლდათ, სადაც ის წინა ხელისუფლების კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას იხსენებდა და მწვავედ აკრიტიკებდა. მომღერალმა თიკა ჯამბურიამ კი მეგობარს თანადგომა გამოუცხადა: “მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა და მასში განვითარებული მოვლენები, მაგრამ ეს გოგო, რომელიც
ძალიან მიყვარს არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი მეჯვარე და ნინას ნათლია! ცოტა ადამიანურობა გამოიჩინეთ და შეწყვიტეთ ეს მდაბიო საქციელები, საკუთარ თავთან შეგრცხვეთ რომ ერთი სიფრიფანა გოგოს ბრბო ერევა… პოლიტიკოსები წავლენ და მოვლენ, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ…” – წერს ჯამბურია.