ქვეყნის მოსახლეობა მეც უნდა მომეხმაროს, თუ სადმე წავფორხილდი და დავეცი, უნდა წამომაყენო, თავზე კი არ უნდა გადამიარო იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას გარკვეული უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნისა და უახლესი ისტორიის წინაშე. მე იმაზე კი არ ვლაპარაკობ, რომ არიქა, რუსთავი 2-მა დამმართა ეს, შენ მომეხმარე, რომ ამ ძალადობას, მუქარას და ამ ტყუილებს არ ჰქონდეს გასავალი, შენ თუ მუდმივად დაიჯერებ ტყუილებს, მაშინ გამიჭირდება შენთან ურთიერთობა, მე ამას ვლაპარაკობ, თორემ არიქა რუსთავი 2-მა რა გააკეთა არა. ცრუ დაპირებებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, აქ უნდა აღდგეს ის კომუნიკაცია, რა სასაუბრო ენაც გვქონდა მოსახლეობასთან. ეს კონტაქტი, მოფერება უნდა შედგეს, რაც გაწყდა. გაუცხოება მოხდა და ამის მინიმუმამდე დაყვანა შედეგს გამოიღებს. ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ, არ უნდა გავებუტოთ.