სხვა დედამ გატაცებული შვილი 31 წლის შემდეგ დაიბრუნა 2018, 1 ნოემბერი, 15:10 კანადელი ქალბატონი 1987 წლის შემდეგ პირველად შეხვდა საკუთარ შვილს. ჯერმეინ მანი, რომელიც მაშინ ერთი წლის და ცხრა თვის იყო, დაიკარგა მამასთან შეხვედრის შემდეგ. ბიჭუნას ქალაქ ტორონტოს პოლიცია ენაგადმოგდებული ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომ ბიჭუნას და მამამისის ძებნაში ამერიკელი სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ახლახან გაირკვა, მამამ ბიჭუნა შეერთებულ შტატებში წაიყვანა, სადაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში სხვისი სახელით იმალებოდნენ. მამაკაცმა შეძლო ყალბი დაბადების მოწმობის შოვნა, რის მიხედვითაც ის და მისი შვილი ტეხასის შტატში დაბადებულები იყვნენ. მამამ ბიჭუნას უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა. სიცრუე მხოლოდ 31 წლის შემდეგ გამოაშკარავდა, მას შემდეგ, როდესაც მამაკაცმა გადაწყვიტა ბინის დაქირავება სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე. საბუთების შესწავლისას რეესტრის თანამშრომელს ეჭვი შეეპარა, რომ შესაძლოა, დოკუმენტები ყალბი ყოფილიყო, ფოტო სახის ამოცნობის სისტემაში გაატარეს, სადაც დაფიქსირდა კანადაში დაკარგული ბავშვის მამა. ამის შემდეგ საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ, 66 წლის ალან მანი 26 ოქტომბერს ჰატფორდში(შტატი კონექტიკუტი) დააკავეს. ცრუსახელს ამოფარებულ მამაკაცს ელოდება კანადაში ექსტრადირება და სასამართლო - ადამიანის გატაცების გამო. რაც შეეხება ჯერმეინს, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, ჩავიდა კანადაში და პირველად შეხვდა დედას. შეხვედრა ამაღლევებელი იყო. "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობდი - ამბობს ჯერმეინის დედა, ლინეტ-მან ლუისი - მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ისაა ნამდვილად...და მე თქვი, "ღმერთო ჩემო, ჩემი შვილი", მათ რამდენიმე საათი ისაუბრეს, შემდეგ დედამ 31 წლის უნახავ შვილს სადილი მოუმზადა. ასევე დაგაინტერესებთ
408 4-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.Cash72.Com