სხვა რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები 2018, 31 ოქტომბერი, 18:57
გარდაცვლილი ადამიანი ისე უბრალოდ არ გვესიზმრება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იყოს. ის, ვინც ამქვეყნიური ცხოვრებიდან წავიდა, ძილში უმიზეზოდ არ გვეცხადება.
იმქვეყნიურ სამყაროსთან შეხვედრის რეალური ამბები და ისტორიები გვაფიქრებს, რომ ჩვენ სულების სამყაროსთან დაკავშირებული ვართ. ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ არ შეგეშინდეთ, რადგან ყველა სულს ჩვენი შეშინება ან ჩვენთვის ზიანის მოყენება არ სურს. ბევრ მათგანს ჩვენი გაფრთხილება და დახმარება სურს.
სიზმრის ახსნა: რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. მას სიზმრების ახსნის მიხედვით, რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვინ გვესიზმრება - ახლობელი ადამიანი თუ უცნობი, სხვადასხვა ადამიანი თუ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი, რას აკეთებენ სიზმარში. თუ გარდაცვლილი აქტიური არის, ანუ სიზმარში თქვენს წინაშე როგორც ცოცხალი ადამიანი ისე არის, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ წინასწარმეტყველური სიზმარი გესიზმრებათ. მთავარია სიზმარი და გარდაცვლილის ნათქვამი სწორად გაანალიზოთ. ჩვეულებრივ ასეთი სიზმარი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ, ყველაზე ხშირად ხუთშაბათს ან პარასკევს ესიზმრება. თუ გარდაცვლილს ოდესღაც იცნობდით, ეს იმის მანიშნებელია რომ უახლოეს მომავალში გარისკვა და ავანტიურაში ჩართვა არ ღირს. ახლობელი ადამიანი, ვისაც სიზმარში ხედავთ, სულის სიმშვიდის სიმბოლოს წარმოადგენს. უცნობი გარდაცვლილი ადამიანი პრობლემის მოახლოებას და ცხოვრების ჰორიზონტის შეცვლას ნიშნავს. ეს ცვლილება ყოველთვის პოზიტიური არ იქნება, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით. როცა გარდაცვლილი რამდენჯერმე დაგესიზმრათ, ეს სამყაროს მცდელობაა რაღაცის შესახებ გაგაფრთხილოთ. შესაძლოა, ახლობლის გაფრთხილება იყოს. ფსიქოლოგების მოსაზრება ფსიქოლოგები თვლიან, რომ მიზეზი ემოციურ კავშირში მდგომარეობა. სავსებით შესაძლებელია, რომ გარდაცვლილი ახლობელი ადამიანი გესიზმრებათ იმ მიზეზით, რომ მის გამო ნერვიულობთ და გენატრებათ. ეს აბსოლუტურად ნორმალური არის და თქვენ არანაირი დისკომფორტი არ უნდა განიცადოთ. სიზმარში ყველაზე ხშირად ვხედავთ იმას, რაზეც ვნერვიულობთ და ვფიქრობთ. ასეთი სიზმრები რომ მოვიშოროთ, თქვენ გარშემო გარემო შეცვალეთ. შეეცადეთ დაისვენოთ, რაიმე საინტერესო ჰობი იპოვეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ნაკლები ინერვიულოთ. ეკლესიის მოსაზრება ეკლესია ეთანხმება მოსაზრებას, რომ გარდაცვლილი ტყუილად არ გვესიზმრება, განსაკუთრებით თუ საქმე ახლობელ ადამიანს ეხება. ახლობელი ადამიანი გარდაცვალებიდან მესამე და მეორმოცე დღეს შეიძლება დაგესიზმროთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ისინი ცოცხლების სამყაროს ემშვიდობებიან. ეკლესია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ახლობელმა შეიძლება საფრთხის შესახებ გაგაფრთხილოთ ან რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ, რისი თქმაც სიცოცხლეში უნდოდა. რას ამბობენ ექსტრასენსები გარდაცვლილები მუდმივად ესიზმრება მათ, ვინც ან ძალიან ძლიერ აურას ან სუსტ ნებისყოფას ფლობს. გარდაცვლილებებს ზოგიერთი ადამიანი მაგნიტივით იზიდავს. შედეგად ისინი შეიძლება ექსტრასენსი ან წინასწარმეტყველი გახდეს, რადგან გარდაცვლილი ხშირად მომავლის შესახებ გვაფრთხილებს. შესაძლოა წინაპრებში გყავდათ ახლობელი, ვინც თეთრი ან შავი ჯადოქრობით იყო გატაცებული ან წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. გარდაცვლილების სულს შეიძლება მისი ნივთები იზიდავდეს. გარდაცვლილის სამკაულის და ნივთების ტარება არაფრით არ შეიძლება, თუ ამის შესახებ თავად არ გთხოვეს. გარდაცვლილთან ქვები და ლითონები განსაკუთრებული მაგნიტური ძაფებით არის დაკავშირებული, ასე რომ უმჯობესია თუ მათ არ ატარებთ. 3697 შეფასება არ არის |
.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com