საზოგადოება ბადრი პატარკაციშვილს დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა 2018, 31 ოქტომბერი, 10:35 დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. მას დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა. პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო. . 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი. პროკურატურის განცხადების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს. . ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“ - ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდა. . 2018 წლის 1 მაისს მთაწმინდის პარკში ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი გაიხსნა. ცერემონიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. . ამავე თემაზე: მთაწმინდის პარკში ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი გაიხსნა 54 1-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com