სხვა ბაშკირეთში მამამ ტყუპი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა 2018, 30 ოქტომბერი, 7:56 თვითმკვლელობის წინ მამაკაცმა წერილი დატოვა, სადაც ასეთი ქმედების მიზეზს განმარტავს.
უფაში, მებაღეობის ამხანაგობის ერთ-ერთ კერძო სახლში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 9 წლის ტყუპი ძმის და მათი მამის - 35 წლის მამაკაცის გვამები. ტყუპ ძმას ძალადობის კვალი აჩნდა, აღიძრა საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხლით(მცირეწლოვნების მკვლელობა). წინასწარი ვერსიით, მამამ გაგუდა თავისი შვილები, შემდეგ კი თავი მოიკლა. როგორც გაირკვა, ბავშვები სერიოზულად დაავადებული იყვნენ, აღენიშნებოდათ ჰიპერაქტივობა, რის გამოც არ შეეძლოთ სკოლაში სიარული და სახლში აკითხავდათ მასწავლებელი. სამართალდამაცველებმა ბავშვების მკვლელობის ადგილზე იპოვეს წერილი, სადაც 35 წლის მამაკაცი წერდა, რომ "აღარ შეეძლო ყურება, თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი შვილები" 86 7-ს მოსწონს
|