x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შაქრო კალაშოვმა პირადად მიიტანა პოლიციაში ქრთამი - 1 მილიონი დოლარი
imageრუსეთის № 1 კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის საქმის გარშემო ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Коммерсанть-ი.


რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა(ФСБ)დაადგინა, რომ კანონიერი ქურდი საგამომძიებლო კომიტეტს ხელცარიელი არ სტუმრობდა. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე იკვეთება კორუფცია, რაშიც რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის მაღალჩინოსნები არიან გარეულები.


გამოჩნდა მოწმე, რომელმაც 2016 წლის ზაფხულში პირადად ნახა კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი, რომელიც საგამომძიებლო სამმართველოს ყოფილი უფროსის, ალექსეი კრამარენკოს კაბინეტში შედიოდა, ხელში ეკავა Louis Vuitton-ის პორტფელი, ხოლო ფეხზე ეცვა Armani-ის ფეხსაცმელი, (თუმცა რიაზანელ მოწმეს არ დაუზუსტებია როგორ ამოიცნო ძვირფასი ბრენდული ატრიბუტები, როდესაც თვითონ დედაქალაქში საათობრივი ანაზღაურებით მუშაობს და 5 თვის ხელფასი არ ეყოფა მათ შესაძენად).


ამასთანავე, მოწმე ამტკიცებს, რომ კრამარენკომ სთხოვა, სტუმარი არ აღერიცხა სპეციალურ ჟურნალში. წინასწარი მონაცემებით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა 1 მილიონი დოლარი ქრთამი მიუტანა სამმართველოს მაღალჩინოსანს იმისთვის, რომ სასჯელი შეემსუბუქებინათ მისი უახლოესი თანამზრახველისთვის -ანდრეი კოჩიუკოვისთვის, მეტსახელად "იტალიელი".



მაღალჩინოსნებმა ფული გაინაწილეს, მათ შორის სამმართველოს უფროსმა კრამარენკომ და გენერალმა დენის ნიკანდროვმა. ამ უკანასკნელს 5, 5 ციხე მიესაჯა.


შეაგახენებთ, შაქრო კალაშოვი დაიბადა თბილისში 1953 წლის 20 მარტს, ეროვნებით იეზიდია, 1971 წელს კანონიერ ქურდად "აკურთხეს" თბილისში, 1989 წელს მან დატოვა საქართველო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2003 წელს კი ესპანეთში გადაბარგდა.


მსგავს თემაზე:


როგორ შეხვდნენ ზონაში კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს(ვიდეო)

0
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0