x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რატომ ეძახიან კავკასიაში მეგრელებს ებრაელებს, მითი თუ რეალობა

image ეთნოგრაფების გარკვეული ნაწილი მეგრელებს მიაკუთვნებს ქართულ ეთნოსს, ნაწილი ეთნიკურ ნათესავებს - აფხაზებს, მესამე ნაწილი თვლის, რომ მეგრელები უძველესი ხაზარების შთამომავლები არიან.
მეგრელები, რომელთა ისტორიაზე მეტად მწირი ინფორმაცია მოიძიება, თვით ქართულ ისტორიულ წყაროებში აჩენს კითხვას – საკმაოდ მრავალრიცხოვანი ეთნოსი ვინაა სინამდვილეში და რომელი ერის თუ ეთნოსის მემკდვიდრეა?
მეგრელები საუკუნეებია, ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში, საუბრობენ საკუთარ ენაზე და იცავენ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. მაშ, ვინ არიან მეგრელები? ამ ხალხის ეთნოგენეზი საიდუმლოებითაა მოცული, ქართველი მეცნიერები ერიდებიან ამ თემაზე ღიად საუბარს, რადგან უამრავი კითხვაა გაჩენილი, რომელსაც პასუხი სჭირდება.
ბევრი კითხვაა ამ ხალხთან დაკავშირებით გაჩენილი, მათ შორის ერთ–ერთია: –რატომ ეძახიან კავკასიაში მათ ებრაელებს?
მეგრელები - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ქართული ერის შემადგენელი ნაწილია, როგორც ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები ამტკიცებენ. კავკასიურ სინამდვილეში მეგრელების რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, მილიონზე მეტი მეგრელი ცხოვრობს საქართველოში, კერძოდ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, სადაცაა ისტორიულად სამეგრელო. მეგრელები ცხოვრობენ აგრეთვე საქართველოს ერთ–ერთ ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში, სადაც მათი რიცხვი 300 000-სს აღწევს.
2014 წლის აღწერისას მეგრელების რაოდენობა აღიწერა, განისაზღვრა, როგორც ქართველი ერის ნაწილი. თუმცა მეგრელებს გააჩნიათ საკუთარი ენა, რომელსაც ქართველურ ოჯახში შემავალი ეთნოსები ვერ იგებენ. ამიტომაც ლინგვისტები მეგრულ ენას მიაკუთვნებენ ცალკეულ, ქართველური ენების ზანურ ჯგუფს, რომელშიც შედის ასევე ლაზური ენა. ლაზების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და მათი რიცხვი მეცნიერების თქმით, მილიონს აჭარბებს.
გარეგნობით მეგრელები მიეკუთვნებიან აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვის მიმდებარედ მცხოვრებ ევროპეიდური რასის ქვეტიპს.
როგორც წესი, მეგრელებს ლურჯი ან მწვანე თვალები აქვთ, მუქი თმა და მეტყველი სახე.
ქართველებისა და აფხაზების გვერდით ცხოვრებამ მეგრელებში ცხოვრების გარკვეული წესები შეცვალა. ეროვნული ტანსაცმელი, ტრადიციული სამზარეულო და ცხოვრების წესი თითქმის ერთნაირი აქვთ. მეგრელების სამზარეულოს ნიშაა - ხაჭაპური, საცივი, ძეხვი ("კუპატი"), მჭადი, ჭვიშტარი, სულუგუნის ყველი, აჯიკა. მათთვის, განსაკუთრებით დღესასწაულებზე უპირველესია შემწვარი გოჭი.
მეგრელები ბრწყინვალე მხედრები არიან, მათ იციან კარგი ცხენის შერჩევა და მისი ფასიც.
მეგრელები ატარებდნენ ჩოხას ხანჯალთან ერთად, ხოლო მათი ქალები იცვამდნენ გრძელ კაბებს, რომელიც ეროვნული ორნამენტებით იყო შემკული.
მეგრელების რელიგია ქრისტიანობაა, ისინი მართლმადიდებლები არიან, თუმცა ადრეულ საუკუნეებში ისინი ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ.
მეგრელები დღესაც მშვენივრად მღერიან და ცეკვავენ, შესანიშნავად უკრავენ ჩონგურზე, ფანდურზე და ზურნაზე. სწორედ თვითმყოფადი კულტურა გამოყოფს მეგრელებს სხვა ქართველური ეთნოსებისაგან. მათი ეროვნული ცეკვაა "ჯანსულო", მათი სიმღერები ძალიან მელოდიურია, ხშირად ნაღვლიანი, თუმცა ამოდ მოსასმენი.
ამ ხალხს გააჩნია უნიკალური მემკვიდრეობა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე გადასცემდნენ შთამომავლობას, მათ შორის ზღაპრების და ლეგენდების სახით.
მეგრული გვარები ძირითადად მთავრდება ია-ზე, სქუა-ზე, ავა-ზე, ური-ზე.
რატომ ეძახიან მეგრელებს ებრალებს?
ეთნოგრაფები არაერთი საუკუნეა, თავს იმტვრევენ მეგრელების წარმოშობაზე. ითვალისწინებენ რა მათ კულტურულ და ენობრივ სხვაობას მეზობლებისაგან, მეცნიერების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მეგრელები ლეგენდარული ხაზარების მემკვიდრეები არიან.

მეშვიდე-მეათე საუკუნეებში ხაზარეთი მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას ყაზახეთის სტეპებიდან აღმოსავლეთით და მდინარე დნეპრამდე დასავლეთით.
ამ ტერიტორიაზე იყო განთავსებული ხაზარების კაგანატი ანუ სამეფო. ვოლგის ქვედა ნაწილი, წინაკავკასია და ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროები შედიოდა ამ მძლავრი სახელმწიფოს შემადგენლობაში. "კაგანატის" ელიტა აღიარებდა იუდაიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარები არ იყვნენ სემიტური წარმოშობის.
სად გაქრა ამ უზარმაზარი ქვეყნის დაცემის მერე მისი მოსახლეობა? ისტორიკოსების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ხაზარების ნაწილი გაიქცა ამიერკავკასიაში, რომელთა მემკვიდრეები არიან მეგრელები. ისინი თავიდან იუდაიზმს აღიარებდნენ რელიგიად, თუმცა მოგვიანებით მიიღეს ქრისტიანობა, რომელიც გახდა მათი უმთავრესი რელიგია.
სხვა ვერსიით კი, მეგრელების ებრაელებად მოხსენიება მოხდა გაუგებრობის შედეგად, მოგეხსენებათ, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ და მცირე რაოდენობით, მაგრამ დღესაც ცხოვრობენ ებრაელები, რომლებსაც ქართული გვარები აქვთ და შესაბამისად "ქართველ ებრაელებად" მოიხსენებიან.
"ქართველი ებრაელების" წინაპრები საქართველოში მოხვდნენ დევნილებად მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ ||-ის მიერ აღებულ იქნა იერუსალიმი 586 წელს ჩვენს ერამდე.
ებრაელები დასახლდნენ საქართველოში და 26 საუკუნე მშვიდობიანად იცხოვრეს ქართველებთან ერთად.
სსრკ-ს დაშლის მერე საქართველოში მცხოვრები 200 000 ებრაელის უდიდესი ნაწილი ისრაელში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში წავიდა საცხოვრებლად. სადღეისოდ მათი რიცხვი საქართველოში 2 000–მდეა.
სწორედ ამგვარი გაუგებრობის გამო მეგრელებს ებრაელები უწოდეს კავკასიელებმა, რაც ჩემი აზრით, სრულიად აბსურდული ჰიპოთეზაა.
შესაძლოა ამაში გარკვეული როლი ეთამაშა იაკობ გოგებაშვილის მიერ ოდიშის მონახულების მერე მეგრელებზე გამოთქმულმა მოსაზრებებმა.
გოგებაშვილი წერს: "მეგრელები ქართველებზე ბევრად მოხერხებულები, შორსმჭვრეტელები და გაქნილები არიან. მათში განვითარებულია საკურორტო ბიზნესი, აწყობენ სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამოტანას სპეციალურად მოწყობილ ბაზრობებზე, უცხოეთიდან უცხოური საქონლის შემოტანასაც მეგრელები კურირებენ"!
"ძნელია მოძებნო ასეთი მოხერხებული, შორსმჭვრეტი და ნიჭიერი ხალხი, როგორიც მეგრელებია"-ასეთი დასკვნა გააკეთა მწერალმა ოდიშში მოგზაურობის შემდეგ.
ის ფაქტიც, რომ სომეხი ვაჭრები, რომლებიც ქართველებისაგან ყიდულობდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არასდროს გაჰკარებიან მეგრელებს, რადგან თუ ქართლ-კახელი გლეხები იაფად აძლევდნენ სომეხ სოვდაგრებს პროდუქციას, მეგრელები საკუთარ პროდუქციას შედარებით მაღალფ ფასს ადებდნენ და ახდენდნენ ფასებით ლავირებას ბაზარზე, რის გამოც სომხები მეგრელებს ებრაელებს ეძახდნენ და სავაჭრო ურთიერთობისათვის არ ეკარებოდნენ ახლოს.
წარმოიდგინეთ, ხალხი, რომლებიც ვაჭრობით განთქმულ სომხებს ტოლს არ უდებდა, როგორი მოხერხებული, გაქნილი და მოქნილი უნდა ყოფილიყო, რომ ვაჭრობით გაეთქვა სახელი.
დამატებით ამ ფაქტის გამო ეძახდნენ მეგრელებს ებრალებს.
პ.ს
მე არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, ძლევამოსილი ხაზარების მემკვიდრეებს დაგვიძახებენ თუ ებრაელებს. მე ვიცი, რომ ჩვენ მეგრელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს ერთიანობის ბურჯი და მიუხედავად მავანთა ინტრიგებისა და პროვოკაციული ქმედებებისა, ვერავინ შეძლებს სამეგრელო ჩამოაშოროს დედა საქართველოს!!!




16
1365
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
1365
  
2021, 16 თებერვალი, 15:56
მომაბეზრე უკვე თავი, კაცობაზე თავს დებ და საჩივრებს წერ, ვაჟკაცობაზე თავს დებ და იმალები.
გაა**ვი სანამ მართლა გავბრაზებულვარ.
2021, 16 თებერვალი, 15:52
პირადად გადაეცი ისე თუ არ დაიმალე, როგორც აქ იმალები. საჩივრები ჩემზე მეტი არ დაგიწერია? დაგიდო ჩემზე რა სახის საჩივარიც დაწერე?
:))
2021, 16 თებერვალი, 15:46
ჩემი ოჯახისგანაც მოკითხვა დათო შენგელიას, მობრძანდეს, სტუმარი ღვთისაა, შენც გამოჰყევი, შენც დაგხვდები თავადო ჩიჩუა.
პ.ს. ცხენი არ მინდა. :დ
2021, 16 თებერვალი, 15:45
დათო შენგელიამ მოგიკითხა ოჯახით, მალე გეწვევა სტუმრად და მას ჰკითხე.
2021, 16 თებერვალი, 15:40
თხაში რომ არ შემეშლება ვიცი, არც ველოსიპედში :დ
რა ხდება ცხენების ბიზნესში?
2021, 16 თებერვალი, 15:38
ბოლო ციტატა რაღაც პატრიოტულად მომეჩვენა თუ ნამდვილად ასეა? :დ
2021, 16 თებერვალი, 15:31
ცხენი ვირში არ შეგეშალოს. :დ :დ+
2021, 16 თებერვალი, 15:26
:D :D ბრწყინვალე მხედრები :D ცხენის ფასი იციან
2018, 25 ოქტომბერი, 19:32
აფხაზური ძირის არ არიან კვარაცხელიები, დურიფშე;ი აფხაზი უხუცესის სიტყვებით, დურიფშელი კვარაცხელიები წალენჯიხიდან
თავადის მოკვლის გამო გადასულან აფხააზეთში და დურიფშში დასახლებულან.
სვანების ვერსიით კვარაცხელიანები ყოფილან და სისხლის აღებას გამოქცევიან სამეგრელოში.
თუმცა სვანეთში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა კვარაცხელიეის, კოდორის ხეობაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ძმები კვარაცხელიები, რომლებიც სვანობდნენ მე მქონდა მათთან საუბარი კოდორის ხეობაში ყოფნისას და ერთერთმა ძმამ მითხრა წალენჯიხიდან კერძოდ კი ჯგალიდან არიან ჩემი წინაპრებიო.
2018, 25 ოქტომბერი, 17:25
კი ეს ვარაუდია და კი ბატონო მისაღებია,ნებისმიერი ვარაუდია მისაღებია,რომელიც აბსურდი არაა,მაგრამ რეალობა სხვაა იმასთან შედარებით რასაც ზურმუხტისთვალა წერს თავის სტატიაში კოლხებზე.ისე კი კოლხებთან დაკავშირებით და წარმომავლობასთან დაკავშირებით ჩემს სტატიებში დასაბუთებული რეალობაც და ვარაუდიცაა შეგიძლია ნახო.რეალობა უკვე დღეს აშკარააა,რადგან დამტკიცდა რომ თეთრი რასა აქედან მოდის და იფანტება ევროპაში,ჩემის მოსაზრებით კი მთელს მსოფლიოში(ესეც დამტკიცდება დრო მოვა).ზეზვა და მზიამ მსოფლიო ისტორია შეცვალეს ფაქტიურად,თუმცა ჯერ სადაააა.უბრალოდ ბევრი ვარაუდია,რომელიც მცდარია უკვე,მაგრამ არ გავამახვილებ ყურადღებას ამ შემთხვევაში.რაც შეეხება კვარაცხელიას არ ერთ-ერთი ვარაუდი აფხაზურია ანუ ჩრდილო მეგრული გვარია,ამაზე მიანიშნებს მყივარწვერი ხეცკვარა რომლის გადანაცვლებით ვიღებთ კვარაცხე-ს, ელ არის სადაურობა ,ია მეგრული სუფიქსი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10