
24 ოქტომბერს ბლეკპულის პოლიციამ გამოაქვეყნა სურათი ფეისბუქზე - არის თუ არა ეს მაიკლ შვიმერი? სურათზე ნაჩვენებია კაცი, რომელიც ლუდის მთლიან შეკვრას იპარავს მაღაზიიდან და საოცრად ჰგავს ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს, მაიკლ შვიმერს, რომელმაც სახელი სერიალ "friends"-დან გაითქვა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბლექპულის ადგილობრივი პოლიცია დაუკავშირდა ამერიკაში ზემოთ ხსენებულ მსახიობს და გაარკვია, იმყოფებოდა თუ არა იგი ინგლისში გასულ დღეს?რაზეც მისი პასუხი მოკლე და ლაკონური იყო:"მე არ მომიპარავს ლუდი ბლეკპულის მაღაზიიდან, ოფიცერო, როგორც ხედავთ, მე ნიუ-იორკში ვარ".


ჯერჯერობით გამოძიება კვლავ გრძელდება ეჭვმიტანილის დასადგენად.